ტრამპის ადმინისტრაცია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდების შეწყვეტას განიხილავს

დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდების შეწყვეტას განიხილავს, – ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Washington Post-ი -ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფიციალურ წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემა The Washington Post-ის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტის, ს ადმინისტრაცია უკრაინისთვის ამჟამად მიმდინარე სამხედრო დახმარების მიწოდების შეწყვეტას 28 თებერვალს, თეთრ სახლში, უკრაინის პრეზიდენტის, ს მიერ გაკეთებული განცხადებების გამო განიხილავს.
დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა გამოცემას განუცხადა, რომ აშშ-ის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება მილიარდობით დოლარის ღირებულების რადარებს, ავტომანქანებს, საბრძოლო მასალასა და რაკეტებს შეეხება, რომელიც ში გასაგზავნად მზად არის.
ამასთან, ოფიციალურმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ თეთრ სახლში პარასკევს გამართულ შეხვედრაზე აშშ-ის პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და ჯეი დი ვენსის უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან დაპირისპირება წინასწარგანზრახული არ ყოფილა.