ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, საკარაულას ხეობაში ერთი პირის სამძებრო სამუშაოებში გრძელდება – ორი მწყემსი მაშველებმა უკვე იპოვეს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, საკარაულას ხეობაში ერთი პირის სამძებრო სამუშაოებში გრძელდება.
მუნიციპალიტეტების მერის, კობა ლურსამანაშვილის ინფორმაციით, სამი მწყემსიდან ორის ადგილსამყოფელთან მაშველები უკვე მივიდნენ.
როგორც ლურსმანაშვილი ამბობს, მათგან ერთი მაშველებმა ხეობიდან გამოიყვანეს, მეორე კი, საკუთარი ნებით რჩება ადგილზე. მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. მესამე მწყემსის სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.
ლურსმანაშვილის თქმითვე, მწყემსის ადგილსამყოფელის დადგენა სპეციალური დრონებით ხდება.
შეგახსენებთ, რომ სამი ადამიანის სამძებრო სამუშაოები გუშინ დაიწყო. მწყემსებს საკრაულას ხეობაში ნახირი ჰყავდათ გაყვანილი და უხვი ნალექის გამო მათთან კომუნიკაცია ვერ ხდებოდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ანდრია ჯაღმაიძე – კანდიდატი უნდა იყოს არაუმეტეს 70 წლისა, რაც შეეხება განათლებას, როცა ადამიანს სამსახურში შეაქვს განცხადება, იტყვის, დიპლომი არ მაქვს, მაგრამ განათლებული ვარო?! – სინოდმა უნდა იხელმძღვანელოს მკაცრად, მართვა-გამგეობის დებულებით