სიტყვის თავისუფლება აბსოლუტური არ არის, აბსოლუტური არის ადამიანის ღირსება

„როცა ადამიანის ღირსებას ეხებიან, ცილს სწამებენ, მასზე საზიზღრობებს ლაპარაკობენ და ამ დროს არ შეუძლია თავის დაცვა, ეს დემოკრატია კი არ არის, არამედ ეს არის ადამიანობისა და სახელმწიფოს საფუძვლების ნგრევა“, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა სოზარ სუბარმა განაცხადა.
მისი თქმით, სიტყვის თავისუფლება კი არ არის აბსოლუტური, არამედ აბსოლუტურია ადამიანის ღირსება.
„ამ ეტაპზე პარლამენტში რაც არის დარეგისტრირებული კანონპროექტი, ეხება მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებებს, მაგრამ, ზოგადად, გამოხატვის თავისუფლება გაცილებით ფართო სფეროა, რომელიც ასევე საჭიროებს დარეგულირებას. ჩვენ შევქმენით ის მცდარი ნარატივები, რომ ჟურნალისტი ხელშეუხებელია და სიტყვის თავისუფლება გავხადეთ აბსოლუტური.
არადა, სიტყვის თავისუფლება აბსოლუტური არ არის, აბსოლუტური არის ადამიანის ღირსება. როცა ადამიანის ღირსებას ეხებიან, ცილს სწამებენ, მასზე საზიზღრობებს ლაპარაკობენ და ამ დროს არ შეუძლია თავის დაცვა, ეს დემოკრატია კი არ არის, არამედ ეს არის ადამიანობისა და სახელმწიფოს საფუძვლების ნგრევა. სწორედ ამასთან დაკავშირებით არის კანონები შემოსატანი, რათა ბალანსი აღდგეს ადამიანის პირად ცხოვრებას, ღირსებასა და სიტყვის თავისუფლებას შორის“, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ჩემი შვილი, ახალაიას დაკვეთით, დაიბარეს ვითომ თათბირზე ქუთაისში. დახვდა სპეცრაზმი, გაიტაცეს, ჩაიყვანეს ბათუმში, აიყვანეს ნავზე, დახვრიტეს, ბეტონის ფილები გამოაბეს და ზღვაში გადააგდეს. ზღვის ბინადრების ლუკმა გამიხადეს ჩემი შვილი, გვამიც არ მაღირსეს დასამარხად

სოზარ სუბარი დავით ცინდელიანის და პაატა ქარდავას საქმეებზე: ორივე გაიყვანეს, მოკლეს, მოაბეს ფეხზე ბეტონის ნაჭრები და ჩაძირეს ზღვაში, დადგენილია დამნაშავეც, რომელიც სასჯელს იხდის, ეს არის აფხაზეთის კუდ-ის უფროსი, რომან შამათავა, რომელმაც ეს ყველაფერი გააკეთა

ბრიტანეთის საელჩოს განცხადებიდან ორ დღეში, რომელშიც ელჩი უორდი ამტკიცებდა, რომ „მომავლის აკადემია” მიუკერძოებელი ორგანიზაციაა, ამავე ორგანიზაციამ მიმართვაში გამოიყენა სიტყვები – „ივანიშვილის რეჟიმი” და „რუსული კანონი”

გია ანსიანი დავით ცინდელიანის გატაცებაზე: სამმა შავებში ჩაცმულმა ახალგაზრდამ პირდაპირ უთხრა შენ გადმოდიო. წაიყვანეს მანქანისკენ, არაფერი უჩვენებიათ. გამოგვყევით ქალაქის მთავარ სამმართველოშიო, ვჯდები მანქანაში და მანქანის გასაღები ამოუცლიათ