საზოგადოებამ ნახა, თუ რა ცვლილება მოიტანა ჩვენმა ხელისუფლებამ 10 წლის განმავლობაში – ჯუანშერ ბურჭულაძე

თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის წლიური ანგარიშის შეჯამება შეაფასა.
მისი თქმით, პრემიერის მხრიდან დღევანდელი მთავრობის საქმიანობის წინა ხელისუფლების პერიოდთან შედარება ძალიან ეფექტური იყო.
“თქვენ მოისმინეთ კონკრეტული ციფრები. აქ არ შეიძლება ცდომილების რაიმე დიაპაზონი იყოს, რადგან ჩვენ დღეს მოვისმინეთ აბსოლუტური არითმეტიკა. ძალიან ეფექტური იყო განვლილ პერიოდთან შედარებაც. ჩვენმა საზოგადოებამ ნახა, თუ რა ცვლილება მოიტანა ჩვენმა ხელისუფლებამ ამ 10 წლის განმავლობაში”, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მკურნალობის პროგრამაზე: ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობა პროგრამის მასშტაბურობით კი არა, სახელმწიფოს უნარით იზომება, არ დატოვოს მედიცინის მიღმა ათეულობით ოჯახი მხოლოდ იმიტომ, რომ მკურნალობა ძვირადღირებულია

ირაკლი კობახიძე – 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემაში განხორციელდა ცვლილებები, სოციოლოგიური კვლევების თანახმად, სასამართლოს მიმართ ნდობა არის ფუნდამენტურად გაზრდილი, ეს არის ობიექტური მოცემულობა