მარკო რუბიოს თქმით, ზელენსკიმ “ფიასკოს” გამო ბოდიში უნდა მოიხადოს

სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო მიიჩნევს, რომ უკრაინის პრეზიდენტმა მ ბოდიში უნდა მოიხადოს თეთრ სახლში “ფიასკოს” გამო.
“არ იყო იმის საჭიროება, რომ ანტაგონისტი გამხდარიყო. როცა ასე აგრესიულად იწყებ საუბარს და პრეზიდენტი [ტრამპი] გარიგებების შემოქმედია, მთელი ცხოვრება შეთანხმებებს დებს – ასე ვერ დასვამ ადამიანებს მაგიდასთან… ამის შემდეგ ყალიბდება აღქმა, რომ იქნებ ზელენსკის არ სურს სამშვიდობო შეთანხმება, ის ამბობს, რომ უნდა, მაგრამ იქნებ არ სურს', – უთხრა რუბიომ CNN-ს
რამდენიმე დღით ადრე ტრამპმა ზელენსკი დიქტატორად მოიხსენია. მერე კი, ჟურნალისტის კითხვის პასუხად, აღნიშნა, რომ არ სჯერა, უკრაინის პრეზიდენტს დიქტატორს არ უწოდებდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ყაველაშვილი: როგორ შეიძლება, 20 წლის ბიჭი რომ ხარ და 25 წლის ბიჭი, იგივე აზრზე დარჩე, რის გამოც შენ თითქოს პატრიოტი გახდი, რის გამოც რაღაც ღირებულებები გინდოდა შეგექმნა და ამისთვის დაგეცვა შენი პოზიციები, ეს ყველაფერი გაფერმკლდალდა, გადაიხაზა და აღარაფერი აღარ არსებობს და ვიღას ეწინააღმდეგები?