აფხაზი სპორტსმენები BRICS-ს ქვეყნების, მათ შორის, ჩინეთის სპორტულ თამაშებზე ითამაშებენ

რუსულ პროპაგანდისტულ მედიაში ს ე.წ. სპორტის სახელმწიფო კომიტეტზე დაყრდნობით ვრცელდება ინფორმაცია, რომ აფხაზი სპორტსმენები BRICS-ის ქვეყნების სპორტულ თამაშებში მონაწილეობას მიიღებენ. BRICS-ის წევრები , ბრაზილია, ინდოეთი, ჩინეთი და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაა.
გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის სპორტის მინისტრი, ოლეგ მატიცინი ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ახალგაზრდობისა და სპორტის სახელმწიფო კომიტეტის ხელმძღვანელს შეხვდა და იქ განაცხადა, რომ სპორტში რუსულ-აფხაზური ურთიერთობები მაღალ დონეზეა. ოლეგ მატიცინმა ასევე თქვა, რომ სურს, ერთ-ერთი სპორტული მარათონი სოხუმში ჩატარდეს.
“ეს არის უნიკალური კონკურსის ფორმატი, ჩვენ ვიწვევთ გუნდებს აფხაზეთიდან ყველა ჩამოთვლილ ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად,” – თქვა ოლეგ მატიცინმა.
ცნობისთვის, “BRICS Sports Games”-ი 2024 წლის 11 ივნისიდან 23 ივნისის ჩათვლით ყაზანში გაიმართება. BRICS-ის თამაშები ყოველწლიური შეჯიბრებაა BRICS-ის ქვეყნებს შორის.