ევროკომისიამ 65 მლნ ევრო გამოუყო ქვეყნებს, რომლებიც უკრაინელ ლტოლვილებს მიიღებენ

ევროკომისიამ 65 მილიონი ევრო გამოუყო ქვეყნებს, რომლებიც უკრაინელ ლტოლვილებს მიიღებენ. არსებული ინფორმაციით, თანხა გამოიყოფა ოთხი ქვეყნის ბულგარეთის, ჩეხეთის, პოლონეთისა და რუმინეთის მხარდასაჭერად.
“გასულ კვირას ევროკომისიამ გადაწყვიტა, გამოეყო 65 მილიონ ევროზე მეტი თავშესაფრის, მიგრაციისა და ინტეგრაციის ფონდიდან ბულგარეთის, ჩეხეთის, პოლონეთისა და რუმინეთის მხარდასაჭერად, უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიისგან გაქცეული ადამიანების დასაბინავებლად”, – ვკითხულობთ ევროკომისიი მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
როგორც ევროკომისია აღნიშნავს, მსგავსი დახმარება უზრუნველყოფილია აღნიშნულ ქვეყნებში ლტოლვილთა ადაპტაციის სისტემაზე და ფინანსური ტვირთის შესამსუბუქებლად.