ქართულმა წყვილმა იუნიორთა მსოფლიოს ჩემპიონატზე მცირე ოქროს მედალი მოიპოვა

საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაცია იტყობინება, რომ იუნიორთა მსოფლიოს ჩემპიონატზე მოკლე პროგრამის შემდეგ, სპორტულ წყვილებში ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა ლიდერობს:
“უნგრეთის ქალაქ დებრეცენში, მესამე სატურნირო დღეს, სპორტულმა წყვილებმა მოკლე პროგრამებით იასპარეზეს. 20 სპორტულ წყვილს შორის 69.18 ქულით ლიდერობს ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა. იუნიორთა შორის მსოფლიო ჩემპიონატზე ანასტასიასა და ლუკას გამოსვლა ერთგვარი გენერალური რეპეტიცია იქნება უფროსების კატეგორიაში მსოფლიო ჩემპიონატის წინ, რომელიც მარტის ბოლოს ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ბოსტონში გაიმართება.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში