არ ვიცი, შევძლებთ თუ არა ოდესმე ზელენსკისთან თანამშრომლობას – ვფიქრობ, ამერიკელების უმეტესობამ დაინახა ადამიანი, რომელთანაც არ სურთ საქმე ჰქონდეთ

არ ვიცი, შევძლებთ თუ არა ოდესმე ზელენსკისთან თანამშრომლობას, – ასე გამოეხმაურა „რესპუბლიკელი“ სენატორი, ლინდსი გრემი ოვალურ კაბინეტში სა და დონალდ ტრამპს შორის სიტყვიერ დაპირისპირებას.
„ის, რაც ვნახე ოვალურ კაბინეტში, უპატივცემულობა იყო“, – აღნიშნა „რესპუბლიკელმა“ სენატორმა.
„ვფიქრობ, ამერიკელების უმეტესობამ დაინახა ადამიანი, რომელთანაც არ სურთ საქმე ჰქონდეთ. თუ როგორ წარმართა ზელენსკიმ შეხვედრა, როგორ დაუპირისპირდა პრეზიდენტს, ეს მეტისმეტი იყო. სა და ამერიკას შორის ურთიერთობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, მაგრამ შეუძლია თუ არა ზელენსკის შეერთებულ შტატებთან გარიგების დადება მას შემდეგ რაც დღეს ვნახე? არ ვიცი“, – დასძინა მან.

ასევე დაგაინტერესებთ

რაც ჯარით და ომით ვერ დაათმობინა რუსეთმა უკრაინას, დასავლური ძალების დიდი ნაწილი, მაგალითად შეერთებული შტატები, ცდილობს უკრაინამ ხელი მოაწეროს ნახევრად კაპიტულაციურ ხელშეკრულებას და ტერიტორიები დათმოს მშვიდობით