მადლობა, ამერიკა, მადლობა დონალდ ტრამპ, კონგრესო და ამერიკელო ხალხო – უკრაინას სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა სჭირდება და ზუსტად ამისთვის ვმუშაობთ – ზელენსკი
მადლობა, ამერიკა, უკრაინას სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა სჭირდება, და ზუსტად ამისთვის ვმუშაობთ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
„მადლობა, ამერიკა, მადლობა თქვენი მხარდაჭერისთვის, მადლობა ამ ვიზიტისთვის. მადლობა, დონალდ ტრამპ, კონგრესო, და ამერიკელო ხალხო.
უკრაინას სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა სჭირდება, და ზუსტად ამისთვის ვმუშაობთ“, – წერს ზელენსკი.
ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა კამერების წინ ხმამაღლა კამათი დაიწყეს უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკისთან. ამის შემდეგ უკრაინასა და აშშ-ს შორის იშვიათი ლითონების შესახებ შეთანხმების ხელმოწერა და ერთობლივი პრესკონფერენცია გაუქმდა, ხოლო ზელენსკიმ დროზე ადრე დატოვა თეთრი სახლი.
Ipn.ge
