სენატორი ჯინ შაჰინი – -ის პრეზიდენტისგან და ვიცე-პრეზიდენტისგან აღმაშფოთებელი წარმოდგენა სამარცხვინო და პირდაპირ არაამერიკული იყო

აშშ-ის პრეზიდენტისგან და ვიცე-პრეზიდენტისგან ამ შუადღის აღმაშფოთებელი წარმოდგენა სამარცხვინო და პირდაპირ არაამერიკული იყო, – ამის შესახებ -ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის ერთ-ერთი ლიდერი, სენატორი ჯინ შაჰინი (დემოკრატიული პარტია) X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
„აშშ-ის პრეზიდენტისგან და ვიცე-პრეზიდენტისგან ამ შუადღის აღმაშფოთებელი წარმოდგენა სამარცხვინო და პირდაპირ არაამერიკული იყო. ისინი კიდევ ერთხელ მკვლელი კრიმინალის, პუტინის, მხარეს დადგნენ ჩვენი დემოკრატიული მოკავშირის, უკრაინის, ნაცვლად. მხარში ვუდგავარ ვოლოდიმირ ზელენსკისა და უკრაინის კეთილშობილურ ბრძოლას თავისუფლებისთვისა და დემოკრატიისთვის,” – წერს შაჰინი.

ასევე დაგაინტერესებთ

„ლელო-ძლიერი საქართველო“ – “ქართულ ოცნებას” მოუწევს გაიაზროს, რომ ოპოზიციონერი ქალი პოლიტიკოსის უკანონო პატიმრობის პირობებში სრული პასუხისმგებლობა ელენე ხოშტარიას სიცოცხლეზე და ჯანმრთელობაზე მათ ეკისრებათ

ნანუკა ჟორჟოლიანი – ჩემთვის და მიშასთვისაც იდეალური იქნებოდა თინა ბოკუჩავას თავჯდომარეობით „ნაციონალურ მოძრაობაში“ ჩემი ინტეგრაცია – ამ პარტიაში ჩემს თავს მენეჯერად განვიხილავ, იქნებ თავჯდომარე ასეთიც შეიძლება იყოს