გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 19 დეკემბერს 11:00 საათიდან 13:00 საათამდე ენერგომომარაგება შეუწყდება მომხმარებლებს ქ.მცხეთაში აღმაშენებლის, რუსთაველის, კოსტავას, კარიბჭის, მირიანის, წმ. ნინოს, ჯავახიშვილის, ჭავჭავაძის, გამსახურდიას, მამულაშვილის, პეტრე იბერიელის, თაყაიშვილის, ფარნავაზის, ერეკლე II, მრევლიშვილის, ბაგინეთის, ანტიოქიის, ა. წერეთლის ქუჩებზე. 11:00 სათიდან 19:00 საათამდე – აბონენტებს სოფლებში ბიწმენდი, ჯიღაურა, საგურამო, გალავანი, ბურიანი, ნავდარაანთკარი და მიმდებარე სოფლებში, ხოლო 12:00 საათიდან 14:00 საათამდე – აბონენტებს სოფლებში ნატახტარი, მისაქციელი, ახალუბანი.
13:00 საათიდან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ აბონენტებს თიანეთში არტნის, ცხრაკარას, ხაშურის, ზოია რუხაძის და მიმდებარე ქუჩებზე.
14:00 საათიდან 15:00 საათამდე დენი გაეთიშებათ აბონენტებს ქ. დუშეთში ბუხაიძის, ტაბიძის, სტალინის, ერისთავის, კონსტიტუციის, აღმაშენებლის, მ. კოსტავას და მიმდებარე ქუჩებზე, სოფლებში კობიაანი, სულიკიანთკარი, შალიკიანთკარი, მთვარელიანი.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.