“ყველაზე ცუდი რა დაემართათ იცით ქოცებს?” – ჯანგირაშვილი

ჟურნალისტი, ნინო ჯანგირაშვილი:
ყველაზე ცუდი რა დაემართათ იცით ქოცებს? ხომ ფინანსურად უმძიმეს მდგომარეობაში ვართ მედია, ჩვენ განსაკუთრებით, ახლა კანონით საერთოდ არათუ გრანტის აღებას, ტელევიზიებს საერთოდ უცხოელებთან ურთიერთობას გვიკრძალავენ, საჯარიმო სანქციებს გვიმკაცრებენ და ეთერში რამეს რომ ვიტყვი ბექაურს თუ არ მოეწონა, შეუძლია დამაჯარიმოს და მერე დამხუროს, მოკლედ ძალიან დრამატული ვითარებაა, მაგრამ… მეცინება. უბრალოდ მეცინება. არც პარლამენტში ვაპირებ მისვლას და პროექტის განხილვას ან გაპროტესტებას, არც არაფერს. აი, სულ ფეხებზე მკიდია. უკვე გადალახეს სიგიჟის ისეთი ზღვარი, რომ იმის იქით ერთი სიგიჟით მეტი, ერთით ნაკლები, სულერთია, ჯარიმების არ იყოს. ვითვლიდი ჩემთვის, რამდენი რეპრესიულ კანონსაც იღებენ და რამდენი ადამიანის ციხეში ჩასმაც მოუწევთ, ამ რეპრესიების აღსასრულებლად მინიმუმ ასი ათასი ადამიანი ჭირდებათ და მინიმუმ 300 ათასი ადამიანი უნდა ჩაგვსვან ციხეში. ხოდა, აბა ამაზე როგორ უნდა ვინერვიულოთ? გავერთოთ არ ჯობია?

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი ყაზახეთის პრეზიდენტს – სტრატეგიული პარტნიორობის დამყარება ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელოვანი მიღწევაა და დარწმუნებული ვარ, ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი ახალ შესაძლებლობებს შექმნის

კასიმ-ჟომარტ ტოკაევი – საქართველო განამტკიცებს საერთაშორისო პოზიციებს და აძლიერებს მისი, როგორც მნიშვნელოვანი რეგიონული პარტნიორის როლს – ბოლო წლებში ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები ახალ ეტაპზე გადავიდა

ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში დაპირისპირებაზე – გული დამწყდა და ძალიან ცუდი სანახავი იყო ეს ყველაფერი, ძალიან ცუდი იყო ქვეყნის იმიჯისთვის, რაც სხვა შეკითხვას მიჩენს იმასთან დაკავშირებით, თუ რა მიზანი ჰქონდა ოპოზიციური პარტიის წევრებისგან ამ პროვოკაციას? (ვიდეო)