ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითმა კომისიამ, პირველ სხდომაზე, 2008 წლის აგვისტოს ომის წინა პერიოდის შესახებ გაერო-ს გენერალური მდივნის მოხსენებების და გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესახებ იმსჯელა

მე-11 მოწვევის პარლამენტში, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებულმა დროებითმა კომისიამ, პირველ სხდომაზე, 2008 წლის აგვისტოს ომის წინა პერიოდის შესახებ გაერო-ს გენერალური მდივნის მოხსენებების და გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესახებ იმსჯელა.
სხდომა მედიისთვის დახურულ ფორმატში ჩატარდა.
როგორც კომისიის ხელმძღვანელმა გია ვოლსკიმ განაცხადა, კომისიას აქვს გარკვეული მასალა, რომელიც განსახილველად 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიას უნდა გადაეცეს.
„ეს არის გაერო-ს გენერალური მდივნის მოხსენებები და გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების ანალიზი, რომელიც იმ მოვლენების და პროცესების დამახასიათებელია, რომელსაც 2004-2009 წლების განმავლობაში ჰქონდა ადგილი და დაკავშირებულია იმ უბედურებასთან, რაც საქართველოს 2008 წლის აგვისტოში დაატყდა თავს“, – განაცხადა სხდომის დასრულების შემდეგ კომისიის თავმჯდომარემ გია ვოლსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

“760 ლარზე ვმუშაობთ დღე და ღამე, ვაკვდებით ზამთარ-ზაფხულ მუშები. 20-ში უნდა დარიცხულიყო ხელფასები, 21-ა დღეს, კომუნალურებია გადასახდელი, თქვენ რომ გაქვთ სხვა შემოსავლები ყველა მასე კი არ არი”

“პოლიციელი ცდილობდა ყველანაირად გადაეფიქრებინა, რომ მე მისთვის მეჩივლა, ამ რუსი ადამიანისთვის და მიზეზი და შესაშინებელი ფაქტორი ჰქონდა ის, რომ მე მომიწევდა სასამართლოებზე სიარული…”