პოლიტიკაში? – ზაზა ჯანაშია კვარას მომავალზე

რუსულ მედიასთან ინტერვიუში მოსკოვის ლოკომოტივის ყოფილმა ფეხბურთელმა, ზაზა ჯანაშიამ არაერთ საინტერესო თემაზე ისაუბრა, მათ შორის, პსჟ-ს ქართველი ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას მომავალზეც.

“ნაკლებად სავარაუდოა, რომ კარიერის დასრულების შემდეგ პოლიტიკაში მოვიდეს – მას ერ კიდევ ბევრი საქმე აქვს გასაკეთებელი…

მაგალითად, თბილისის მერი და საქართველოს პრეზიდენტი ყოფილი ფეხბურთელები არიან – ქვეყანაში ყველაფერი შესანიშნავადაა და სიმშვიდეა, რაც კარგია.

ასევე კარგი იქნება თუ სამომავლოდ სხვა ქართველი ფეხბურთელები კარიერის დასრულების შემდეგ საქართველოში დაბრუნდებიან”, – განაცხადა ჯანაშიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ჰესებსაც ავაშენებთ, კრიპტომაინინგიც აღმოიფხვრება, სახელმწიფო დღეს არის საკმარისად ძლიერი იმისათვის, რომ დაუპირისპირდეს კორუფციას, საბოტაჟს, სახელმწიფოს დღეს აქვს საკმარისი რესურსი და ძალა იმისათვის, რომ ბოლომდე, პრინციპულად დადგეს ასეთ საკითხებში

დავით ქართველიშვილი: ერთი შეხედვით, აშშ და ისრაელი კვლავაც ერთიან პოზიციაზე რჩებიან მთელ რიგ საკითხებში, თუმცა მოკავშირეობრივი რიტორიკის მიღმა სულ უფრო აშკარად იკვეთება დონალდ ტრამპისა და ბენიამინ ნეთანიაჰუს პოლიტიკური კალენდრების შეჯახება