გომელაურმა და ჩიქოვანმა გურიაში „ვითარების მონიტორინგი ვერტმფრენიდან განახორციელეს“

„ქართული ოცნების“ მთავრობის წევრებმა: შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა სტიქიის ერთ-ერთი ზონაში – გურიის რეგიონის სამ მუნიციპალიტეტში „არსებული ვითარების მონიტორინგი ვერტმფრენიდან განახორციელეს“.
შსს-ს პრესსამსახურის გავრცელებული ფოტომასალიდან ირკვევა, რომ ვერტმფრენში ამ დროს კიდევ ცხრა ადამიანი იყო, მათ შორის: საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი, უწყების პრესსამსახურის უფროსი, ფოტოგრაფი, ოპერატორი და ოზურგეთის მერი.
„[მათ] გურიის რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტის სოფლებში, არსებული ვითარების მონიტორინგი ვერტმფრენიდან განახორციელეს…
ვერტმფრენი, საჭიროებისამებრ სამაშველო ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის უზრუნველყოფს მოსახლეობისთვის პირველადი საჭიროების ნივთებისა და საკვების მიწოდებას“, – წერია შსს-ს გავრცელებულ განცხადებაში.
რადიო თავისუფლებამ ამავე უწყების საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში იკითხა, რამდენი ვერტმფრენია ღონისძიებაში ჩართული და რისი გაკეთება შეძლო სამაშველო სამსახურმა მათი მონაწილეობით. პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.
საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში 23 თებერვლიდან მოსული დიდი ნალექის გამო საავტომობილო მოძრაობა შეფერხებულია. მოსახლეობის ნაწილი პირველადი საჭიროებების გარეშეა დარჩენილი.
ლევან ჟორჟოლიანის ცნობით, მაგისტრალების ძირითადი ნაწილი უკვე გაწმენდილია, „რაც შეეხება შიდა საუბნო გზებს, ეს არის შიდა სოფლის გზები, აქ მუშაობა ძალიან რთულია“.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: ძვირფასო ანდრო (მახათაძე), აგვისტოს დღეები, მძიმეა ქართველებისთვის. 2008 წლის აგვისტოს ომის დღეებში, დაიღუპა: 170 ჯარისკაცი; 14 პოლიციელი და 228 სამოქალაქო პირი. 150 000 ადამიანი, დევნილად იქცა, 20 000 ადამიანი კი საკუთარ სახლში ვეღარ დაბრუნდა

ვიკა ფილფანი – გამოძიება ირაკლი კობახიძის მიმართაც უნდა დაიწყოს – მან 2008 წლის ომის დაწყება ქართულ მხარეს დააბრალა, რაც ოკუპანტმა მხარემ გამოიყენა და პასუხს მთლიანად სახელმწიფოს სთხოვს

მედია: ამ წუთებში, ნამდვილი ჯოჯოხეთი ტრიალებს კოლუმბიის პერეირას რეგიონში. პირველადი შეფასებით, მომხდარი 7.4 მაგნიტუდიანი მიწისძვრის შედეგად, ათასობით ადამიანი ნანგრევებშია მოყოლილი (ვიდეო)