„საგადასახადო ამნისტიით, 145 000 ფიზიკურ და იურიდიულ პირს, სახელმწიფო 590 მილიონი ლარის საგადასახადო დავალიანებებს აპატიებს“- გვანცა ჟორჟოლიანი

2024 წელს, მთავრობის დადგენილებით, 145 000 ფიზიკურ პირს, ჯამში 590 მილიონი ლარის ოდენობის დავალიანება ჩამოეწერება – შესაბამისი ინიციატივა მთავრობის სხდომაზე ირაკლი მ გააჟღერა.
იურისტის, სამოქალაქო სამართლის სპეციალისტის და ბიზნესმრჩევლის, გვანცა ჟორჟოლიანის ინფორმაციით, ვალების ჩამოსაწერად მოქალაქეები შესაბამის უწყებებს ამ ეტაპზეც მიმართავენ. როგორც ჟორჟოლიანი „კომერსანტის“ ეთერში ამბობს, კარგია, რომ 145 000 პირს ეკონომიკური საქმიანობის გაგრძელების საშუალება ექნება, თუმცა სახიფათოა, რომ ამ პროცესმა „კეთილსინდისიერი გადამხდელები“ არ ვალდებულების გადაუხდელობისკენ არ წაახალისოს.
„საგადასახადო ამნისტია ვრცელდება ყველა ფიზიკურ პირზე და ასევე იურიდიულ პირზე, რომელიც რეგისტრირებულია ინდივიდუალურ მეწარმედ (როგორც ინდივიდუალურ მეწარმედ, ასევე მცირე მეწარმედ და მიკრო-მეწარმედ). შესაბამისად, ვისაც აქვს საგადასახადო დავალიანება 2021 წლის 1-ელ იანვრამდე, როცა აწარმოებდნენ ეკონომიკურ საქმიანობას, ეხებათ საგადასახადო ამნისტია.
მოძრავ ან ფულად სახსრებზე გარკვეული უფლებების ან ვალდებულებების წარმოშობას 3-წლიანი ვადა აქვს, ხოლო უძრავ ქონებაზე – 5 წელი. ვინაიდან საგადასახადო დავალიანება ფულადი სახსრები და ფულადი სახსრების მოძრაობაა, ეს გადის ხანგრძლივობაში. სახელმწიფომ კარგი გამოსავალი იპოვა, ვინაიდან, სამ წელზე მეტია გასული, გამოაცხადა საგადასახადო ამნისტია.
ჩემი, როგორც იურისტის აზრით, საგადასახადო ამნისტია ძალიან ცუდი და წამახალისებელი გადაწყვეტილებაა კეთილსინდისიერი გადამხდელების მიმართ. კარგი იქნება, „კარგი გადამხდელების“ წახალისებაზეც იფიქროს და რამე შეღავათები დაუწესოს.
საგადასახადო ამნისტიის მასშტაბი ძალიან დიდია, საუბარია 145 000 ფიზიკურ და იურიდიულ პირზე. ფაქტობრივად, სახელმწიფო პატიობს 590 მილიონი ლარის საგადასახადო დავალიანებებს“,- აღნიშნა გვანცა ჟორჟოლიანმა რადიო „კომერსანტის“ ეთერში.

ასევე დაგაინტერესებთ

„ყაზახური მარცვლეულის ექსპორტის მიმართულებით, შექმნილ ფაქტორთა ერთობლიობა, საქართველოს უხსნის შესაძლებლობების „ფანჯარას“, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი მოხმარებისათვის, რუსეთის ხორბალზე დამოკიდებულის შემცირება მოახდინოს“ – TCRC