როგორც გაცნობეთ, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში “ნაპოლი” “ბარსელონას” დაუპირისპირდება. “პარტენოპეის” შანსებზე ცნობილმა საფეხბურთო აგენტმა და “პარმას” ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა ენრიკო ფედელემ ისაუბრა.
“ბარსელონა” ძლიერი მეტოქეა, სიმართლე გითხრათ, კმაყოფილი ვარ. ეს ხომ “ნაპოლისთვის” შესანიშნავი გამოწვევაა. “პარტენოპეის” ერთი უპირატესობა აქვს – ისინი ფავორიტები არ არიან, თუ გაიმარჯვებენ, მაცარი უდიდეს წარმატებას მიაღწევს, თუ ეს ვერ მოახერხეს, მათთან პრეტენზიები არავის ექნება.
“ბარსა” “ნაპოლიზე” ძლიერი გუნდია, ეჭვგარეშეა, ესპანელები ფავორიტები არიან”, – განაცხადა ფედელემ.
შეგახსენებთ, გუნდებს შორის გასამართი მატჩების თარიღი მოგვიანებით გახდება ცნობილი.