„მალაიზიის ავიახაზების“ თვითმფრინავის კატასტროფისას დაღუპულთა ნათესავები დახმარებისთვის ტრამპსა და ფონ დერ ლაიენს მიმართავენ

11 წლის წინათ დონეცკის ოლქში ჩამოგდებული ავიაკომპანია „მალაიზიის ავიახაზების“ კუთვნილი რეისის (MH17) დაღუპული მგზავრების ნათესავებმა დახმარების თხოვნით მიმართეს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ევროკომისიის პრეზიდენტ ურზულა ფონ დერ ლაიენს. ისინი ითხოვენ, რომ არ დაიდოს სამშვიდობო შეთანხმება რუსეთთან, ვიდრე მოსკოვი არ აიღებს პასუხისმგებლობას 2014 წელს მომხდარ ავიაკატასტროფაზე. ამის შესახებ გამოცემა “ევროპეისკა პრავდაზე” დაყრდნობით რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახური წერს.
რეისი MH17-ის კატასტროფის დროს დაღუპულთა ახლობლები მიიჩნევენ, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ვერ დაიდება საიმედო სამშვიდობო შეთანხმება, თუ რუსეთი არ იკისრებს პასუხისმგებლობას თვითმფრინავის ჩამოგდებაზე. წერილებში, რომელთა ასლები უკრაინული გამოცემის რედაქციის განკარგულებაში აღმოჩნდა, ხაზგასმულია, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში “მშვიდობა ვერ იქნება მყარი”.
ავიაკომპანია „მალაიზიის ავიახაზების“ Boeing-ი 2014 წლის 17 ივნისს რეისს (MH17) ასრულებდა ამსტერდამიდან კუალა-ლუმპურში. ის ჩამოვარდა აღმოსავლეთ უკრაინაში, დონეცკის ოლქის აღმოსავლეთ ნაწილში, უკრაინის არმიისა და პრორუსული სეპარატისტული დაჯგუფებების დაპირისპირების ზონაში. დაიღუპა თვითმფრინავში მყოფი 298-ვე ადამიანი.
მსხვერპლთა ნათესავები დიდი ხანია ითხოვენ რუსეთის დამნაშავედ აღიარებას. მათ პოზიციას მხარს უჭერს ნიდერლანდის მთავრობა, რადგან თვითმფრინავის 192 მგზავრიდან უმრავლესობა ამ ქვეყნის მოქალაქეები იყვნენ.
2022 წლის 23 ივნისს PACE-მ განაცხადა, რომ “ყველაზე დამაჯერებელი სცენარი” არის ის, რომ რეისი MH17 დონბასელი სეპარატისტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მდგარი რუსული საზენიტო-სარაკეტო სისტემა “ბუკიდან” გაშვებულმა რაკეტამ ჩამოაგდო.

ასევე დაგაინტერესებთ

ვახტანგ ძაბირაძე – არა ვარ დარწმუნებული, რომ ივანიშვილს არ უნდოდეს საქართველოში განვითარების სინგაპურის მოდელის გადმოტანა, ვნახოთ, როგორ შეეგუება საქართველო სინგაპურიზაციის ივანიშვილისეულ მცდელობას

სალომე ზურაბიშვილი – გუშინდელ მოვლენებს ერთი რამ აერთიანებს: სამიზნე იუმორია – ანუ ის, რამაც საბჭოთა რეჟიმის დროს საზოგადოებას უმძიმესი დღეები გადაატანინა და რაც ჩვენი ხასიათის ნაწილია, უნდა ამოიძირკვოს – რუსის ოცნება!

სტეფანე: ქვეყანა აქციეს ჯოჯოხეთად. ყველა ვინც ამ პროპაგანდაში მონაწილეობთ, მნიშვნელობა არ აქვს პროფესიას. მაგ პროპაგანდისტულ არხებზე, წამყვანი იქნება, პროდიუსერი, მუსიკოსი თუ სხვა… ყველას თქვენი წვლილი გაქვთ ამ ყველაფერში