ნეიმარი “ბარსელონაში” დაბრუნებაზე ოცნებობს – ბრაზილიელს გეგმა აქვს

ნეიმარი “ბარსელონაში” დაბრუნებაზე ოცნებობს, ამის შესახებ ინფორმაციას დევიდ ორნშტეინი ავრცელებს. “სანტოსის” ახალწვეული ყველაფერს იზამს, რომ ფორმა აღიდგინოს და კარიერის ბოლო წლები ყოფილ გუნდში გაატაროს.
წყაროს ცნობით, ნეიმარის მიზანი ფორმაში შესვლა და 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობაა. ამის შემდეგ კი თავისუფალი აგენტის სტატუსით “ბარსაში” გადასვლას გეგმავს.
შეგახსენებთ, ნეიმარი ამჟამად “სანტოსს” “ალ ჰილალიდან” იჯარის წესით შეუერთდა, შემტევს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე არაბულ კლუბთან კონტრაქტი ეწურება.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში