2012 წელს განათლებისა და მეცნიერების სისტემის ბიუჯეტი იყო 626 მილიონი ლარი, წელს 2 მილიარდ ლარს გადააჭარბა ბიუჯეტმა და 2024 წელს იქნება რეკორდული, 2 მილიარდ 500 მილიონი ლარი – ირაკლი ღარიბაშვილი

2012 წელს განათლებისა და მეცნიერების სისტემის ბიუჯეტი იყო 626 მილიონი ლარი, წელს 2 მილიარდ ლარს გადააჭარბა ბიუჯეტმა და 2024 წელს იქნება რეკორდული, 2 მილიარდ 500 მილიონი ლარი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ბოლო 11 წელიწადში სახეზეა განათლების მიმართულებით ბიუჯეტის 300 %-იანი ზრდა.
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, 2012 წელს ფუნქციონირებდა 1,200 საჯარო საბავშვო ბაღი, რომლებიც ფასიანი იყო. 2012 წლის შემდეგ, რაც „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში, 1,690 საჯარო საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს და ყველაფერი არის უფასო.
„რაც შეეხება განათლების მიმართულებით მთავრობის მიერ გაწეულ სამუშაოებს. მოგეხსენებათ, რომ 2012 წელს განათლებისა და მეცნიერების სისტემის ბიუჯეტი იყო 626 მილიონი ლარი. წელს უკვე 2 მილიარდ ლარს გადააჭარბა ბიუჯეტმა და 2024 წელს იქნება რეკორდული, 2 მილიარდ 500 მილიონი ლარი. 300 %-იანი ზრდა გვაქვს განათლების მიმართულებით ბოლო 11 წელიწადში.
2012 წელს ფუნქციონირებდა 1,200 საჯარო საბავშვო ბაღი, რომლებიც რა თქმა უნდა, ფასიანი იყო. 2012 წლის შემდეგ, რაც „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში, 1,690 საჯარო საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს და ყველაფერი არის უფასო.
ასევე, ჩვენ დავიწყეთ კიდევ ერთი ამბიციური პროექტი, რომელიც გულისხმობს თითქმის 1000 მდე საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია- მშენებლობას. ამ პროგრამის ფარგლებში მილიარდ 300 მილიონი იქნება გამოყოფილი და ყველა ბაღი მოეწყობა ერთიანი, ევროპული, საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით. ამჟამად 208 ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაციისათვის პროექტები მიმდინარეობს, ხელშეკრულებები გაფორმებულია უკვე”,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – საქართველო სამხრეთ კავკასიის და შუა დერეფნის განუყოფელი ნაწილია, ეს კი ხელსაყრელ პოზიციაში გვაყენებს იმისათვის, რომ ცენტრალური აზია და ევროპა ერთმანეთს კიდევ უფრო მეტად დაუკავშირდეს

ირაკლი კობახიძე – სამხრეთ კავკასიის მომავალს წარსულში გავლებული გამყოფი ხაზები არ უნდა განაპირობებდეს, დღეს ჩვენ ვხედავთ რეალურ შესაძლებლობას, ახალი ფურცლიდან დავიწყოთ უფრო მშვიდობიანი და ურთიერთდაკავშირებული რეგიონის მშენებლობა, რაც ეხმიანება ჩვენს საერთო მისწრაფებას – შევქმნათ უკეთესი მომავალი

ირაკლი კობახიძე – გაეროს გენერალური ასამბლეის წინაშე გამოსვლისას გავაჟღერეთ ჩვენი მთავარი გზავნილები, შევეხეთ ყველა ეროვნულ საკითხს, ჩვენი ქვეყნისთვის ყველა მნიშვნელოვან საკითხს, მათ შორის საუბარი გვქონდა ერთ-ერთ უმთავრეს ეროვნულ გამოწვევაზე, რაც არის ჩვენი ქვეყნის ისტორიული რეგიონების ოკუპაცია

პრემიერი – მართლა ერთგვარი სექტის სახე მიიღო იმ დაჯგუფებამ, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში 20, 50, ხან მაქსიმუმ 150 კაცით აწყობს ხოლმე აქციებს და თავად ხედავენ, რომ წარუმატებლობისთვის არის მათი ეს აქციები განწირული