ოპოზიცია ავრცელებდა ტყუილებს, თითქოს კანდიდატის სტატუსთან იყო დაკავშირებული ეკონომიკური თუ ფინანსური სარგებელი – ჩვენ არც ადრე ვატყუებდით მოსახლეობას და არც ახლა ვატყუებთ – ირაკლი

არც ადრე ვატყუებდით მოსახლეობას კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით და არც ახლა ვატყუებთ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განუცხადა.
„რაც შეეხება იმ ტყუილებს, რომელსაც ავრცელებდა ოპოზიცია, რომ თითქოს კანდიდატის სტატუსთან იყო დაკავშირებული ეკონომიკური, ფინანსური სარგებელი და ა.შ., ეს ყველაფერი იყო ტყუილი. კანდიდატის სტატუსი, ეს არის მნიშვნელოვანი პოლიტიკური გზავნილი ჩვენი ქვეყნის, მოსახლეობის და გარშემო სახელმწიფოების მიმართ. ეს არის ის რეალური შეფასება, რაც არის სინამდვილესთან თანხვედრაში“, – აღნიშნა კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ჰესებსაც ავაშენებთ, კრიპტომაინინგიც აღმოიფხვრება, სახელმწიფო დღეს არის საკმარისად ძლიერი იმისათვის, რომ დაუპირისპირდეს კორუფციას, საბოტაჟს, სახელმწიფოს დღეს აქვს საკმარისი რესურსი და ძალა იმისათვის, რომ ბოლომდე, პრინციპულად დადგეს ასეთ საკითხებში

დავით ქართველიშვილი: ერთი შეხედვით, აშშ და ისრაელი კვლავაც ერთიან პოზიციაზე რჩებიან მთელ რიგ საკითხებში, თუმცა მოკავშირეობრივი რიტორიკის მიღმა სულ უფრო აშკარად იკვეთება დონალდ ტრამპისა და ბენიამინ ნეთანიაჰუს პოლიტიკური კალენდრების შეჯახება