საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც ყველა გამოწვევას, სირთულეს ღირსეულად უპასუხებს -კახა კალაძე

თბილისის მერმა, მ, პრემიერ-მინისტრის, ს მიერ 2023 წლის საქმიანობის ანგარიშის შეჯამება შეაფასა.
კალაძის თქმით, ქვეყანაში არსებობს გამოწვევები, თუმცა საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც არსებულ გამოწვევებს ღირსეულად უპასუხებს.
“ძალიან მნიშვნელოვანი იყო პრემიერ-მინისტრის შეჯამება, პრეზენტაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა გაკეთდა ბოლო წლების განმავლობაში. ზოგადად, შედარებისთვისაც ძალიან კარგია, საზოგადოებამ იცოდეს, რა ხდებოდა ქვეყანაში, რა ვითარება იყო და, 2012 წლის შემდეგ, რა როგორ შეიცვალა. ყველა კომპონენტში, ყველა მიმართულებით არის წინსვლა, განვითარება. ცხადია, ჯერ კიდევ რჩება გამოწვევები, არსებობს პრობლემები, რომლებსაც ღირსეული პასუხების გაცემა სჭირდება. დღეს საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც ყველა გამოწვევას, სირთულეს ღირსეულად უპასუხებს. კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა ადამიანს, ვინც არის ქვეყნის სამსახურში, ემსახურება ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას. გამოწვევებზე, რომლებიც არსებობს, მომდევნო წლების განმავლობაში ღირსეული პასუხი იქნება გაცემული”, – განაცხადა კახა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

რუმინელთა უმრავლესობისთვის ჯორჯე სიმიონის ევროსკეპტიციზმი, მისი უარყოფითი დამოკიდებულება უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიმართ და ევროკავშირის ხელმძღვანელობის კრიტიკა, უფრო მისაღები ყოფილა, ვიდრე ხელისუფლების ასკინკილათი ხტუნვა ბრიუსელის წინაშე

ევროკომისიამ „კატარ გეითის“ ფარგლებში დისციპლინური გამოძიება დაიწყო ერთ-ერთი მაღალჩინოსნის, ესტონელი ჰენრიკ ჰოლოლეის მიმართ. ის კაია კალასის მამის, სიიმ კალასის მთავრობაში მუშაობდა – POLITICO

მანქანიდან გადმოვედი, ხელები ავწიე. ნიღბები ეკეთათ, ერთ-ერთმა მითხრა ამის შემდეგ პრეზიდენტზე ვერაფერს ვერ ილაპარაკებო და კონდახი ჩამარტყა სახეში, ძვლების ჩამსხვრევა ვიგრძენი. ძირს დავვარდი, ოთხი ადამიანი ჩექმებს მხოლოდ თავში მირტყამდა