მაშველებმა გოდერძის უღელტეხილზე თოვლში ჩარჩენილი 8 მოქალაქე გამოიყვანეს – საგანგებო

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, მეხანძრე-მაშველებმა გოდერძის უღელტეხილზე თოვლში ჩარჩენილი მოქალაქეები გამოიყვანეს.
დიდი რაოდენობით თოვლის გამო, გზის გაგრძელებას ვერ ახერხებდა 3 ავტომობილი, სადაც 8 ადამიანი იმყოფებოდა.
“მეხანძრე-მაშველების მიერ, ყველა შესაბამისი სპეც-ტექნიკის მობილიზების შედეგად, თოვლში ჩარჩენილი ავტომობილების თოვლის საფარიდან გამოთავისუფლება და მოქალაქეების, უვნებლად, უსაფრთხო ადგილზე გადაყვანა მოხდა”. – წერს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო.