ევროპის ჩემპიონატზე ალექსანდრა კუვაევამ ვერცხლის მედალი მოიპოვა

თურქეთში, იუნიორებსა და კადეტებს შორის ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. ტურნირის მეხუთე საშეჯიბრებო დღეს, ხმლით მოფარიკავე იუნიორებს შორის, საქართველოს სახელით მოასპარეზე ალექსანდრა კუვაევამ ვერცხლის მედალი და ვიცეჩემპიონის ტიტული დაისაკუთრა.
ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც იუნიორ ქალთა კატეგორიაში ქართველმა სპორტსმენმა მედალი მოიპოვა.
ჯგუფში მოგებების შემდეგ, ალექსანდრამ კიდევ 2 ბრძოლა მოიგო. მეოთხედფინალში იტალიელი მოწინააღმდეგე 15:10 დაამარცხა და ნახევარფინალში გადავიდა, ამ ეტაპზეც მისი მოწინააღმდეგე იტალიელი მოფარიკავე იყო, რომელსაც 15:11 სძლია და ფინალში გადავიდა, თუმცა ფინალური ბრძოლა 15:5 დათმო.
ტურნირი 1 მარტს დასრულდება.