საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩო, დიდთოვლობით გამოწვეული პრობლემების გამო, მოსახლეობას თანადგომას უცხადებს

საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩო, დიდთოვლობით გამოწვეული პრობლემების გამო, მოსახლეობას თანადგომას უცხადებს.
საელჩო დაზარალებულ მოსახლეობას თანადგომას, ხოლო მათ დახმარებაში ჩართულ პირებს წარმატებებს უსურვებს.
„ნიდერლანდების საელჩოს სახელით გვსურს, თანაგრძნობა გამოვხატოთ ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობით დაზარალდა. იმერეთის, გურიის და სხვა დაზარალებული რეგიონების მოსახლეობას გამძლეობას ვუსურვებთ ამ სტიქიის გამკლავებისას და წარმატებას ვუსურვებთ ყველას, ვინც მათ დახმარებაშია ჩართული“, – ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.