მზია ამაღლობელი პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს

„ბათუმელებისა“ და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელი მზია ამაღლობელი, მისი სურვილით, კლინიკა „ვივამედიდან“ პენიტენციურ დაწესებულებაში დააბრუნეს. ამის შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ მისმა ადვოკატმა დაუდასტურა.
მანამდე, რამდენიმე საათის წინ საია-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ექიმების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, იგი 26 თებერვალს უნდა გადაეყვანათ პენიტენციურ დაწესებულებაში, თუმცა იმ დროისთვის, ის ჯერ კიდევ რჩებოდა სამედიცინო დაწესებულებაში, მიუხედავად იმისა, რომ სამედიცინო პერსონალმა იგი გაწერა. “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” ინფორმაციით, მზია ამაღლობელი დაწესებულებაში გადაყვანას კატეგორიულად ითხოვდა.
მზია ამაღლობელმა შიმშილობა 18 თებერვალს შეწყვიტა. მზია ამაღლობელმა, რომელიც ს პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის ფაქტზე, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს, შიმშილობის შეწყვეტის გადაწყვეტილება 38-ე დღეს მიიღო. ის დაკავების მომენტიდან შიმშილობდა.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ზურაბიშვილი ირაკლი კობახიძის ღია წერილზე – ეს ალბათ, პირველი შედეგია იმის, რომ ბიძინა ივანიშვილმა ვერც ვერაფერი დაალაგა – ტრამპს ალბათ, დღეს ამისთვის ნაკლებად სცალია, მაგრამ ვინც წაიკითხავს, ძალიან სამწუხაროა, ეს მათთვის იქნება გამაოგნებელი

ალექსანდრე დარახველიძე – გრძელია იმ ქვეყნების ჩამონათვალი, ვისი მოქალაქეებიც აქციებში იყვნენ ჩართული – მნიშვნელოვანია არსებობდეს მექანიზმი, რომ უცხოელი, რომელიც შეკრების წესებს დაარღვევს ან წვრილმან ხულიგნობას ჩაიდენს, ქვეყნიდან გავაძევოთ