ბადრი ჯაფარიძე – „ძლიერი საქართველო“ მზად არის ახალი არჩევნებისთვის – ვფიქრობ, ივანიშვილი მივა დასკვნამდე, რომ უმჯობესია დემოკრატიული არჩევნები ჩატარდეს, ეს უნდა იყოს შეთანხმებით, რაც მინიმუმამდე დაიყვანს გაყალბების რისკებს

კოალიცია „ძლიერი საქართველო“ მზად არის ახალი სთვის, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც უკავშირდებოდა იმას თუ რამდენად არის მზად ოპოზიცია ახალი არჩევნებისთვის.
როგორც ჯაფარიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ აღნიშნა, ს მიერ გამოქვეყნებული 5-პუნქტიანი გეგმა დროული იყო, რადგან არჩევნების ჩანიშვნა „ორ თვეში უნდა მოხდეს“.
„გვიანი იქნებოდა თუკი პლატფორმა მომზადდებოდა მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნება“ ჩანიშნავდა არჩევნებს, რადგან არჩევნების ჩანიშვნა ორ თვეში უნდა მოხდეს. შესაბამისად, ის სამუშაოები რაც ჩავატარეთ, საჭირო იყო. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ახალი არჩევნებისთვის.
ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩატარდა, ამ ინფორმაციას [სალომე ზურაბიშვილის მიერ გამოქვეყნებულ 5-პუნქტიანი გეგმა] ელოდებოდნენ საზოგადოება და უცხოელი პარტნიორები. ვფიქრობ, რომ ეს იყო დროული განცხადება“, – აღნიშნა მან.
კითხვაზე, არის თუ არა ოპოზიცია ისეთ ფორმაში, რომ არჩევნების გზით დაამარცხოს „ქართული ოცნება“, ჯაფარიძე პასუხობს, რომ კოალიცია „ძლიერი საქართველო“ მზად არის ახალი არჩევნებისთვის.
„პარტია, რომელიც არ არის ფორმაში, ის არც უნდა იყოს პოლიტიკაში. პარტია, რომელიც პოლიტიკაშია, მუდმივად უნდა იყოს ფორმაში. კოალიცია „ძლიერი საქართველო“ მზად არის ახალი არჩევნებისთვის.
დარჩენილ პერიოდში შეთანხმება უნდა იყოს, რომ მოხდეს ის აუცილებელი ცვლილებები, რომელიც არჩევნების მიტაცების რისკებს გამორიცხავს. რატომ უარვყავით 26 ოქტომბრის არალეგიტიმური არჩევნები? იმიტომ, რომ ის არ იყო, არც თავისუფალი და არც სამართლიანი. სიტყვა „დემოკრატიული“ არცერთ შეფასებაში არ გაჟღერებულა. ამიტომ, ეს იყო მიტაცებული არჩევნები, ხელისუფლება არის არალეგიტიმური“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
როგორც ჯაფარიძე აღნიშნავს, ახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს „შეთანხმებითი, რომელიც მინიმუმამდე დაიყვანს გაყალბების რისკებს“.
მისივე თქმით, ქვეყანას სჭირდება ნორმალური სახელმწიფოებრივი ცხოვრების დაბრუნება, რაც შესაძლებელი გახდება დემოკრატიული, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების შემდგომ.
„ცხადია, თუკი „ქართული ოცნება“ 26 ოქტომბრის ტიპის არჩევნებს ჩაატარებს, მაშინ იგივე ვითარება გვექნება, ეს ხომ არ არის კრიზისის განმუხტვა?! თუ მივა იმ დასკვნამდე, (ვფიქრობ, რომ მივა) რომ მისთვისაც უმჯობესია დემოკრატიული არჩევნები ჩატარდეს, მაშინ ეს უნდა იყოს შეთანხმებითი, რომელიც მინიმუმამდე დაიყვანს გაყალბების რისკებს. ჩვენ, მხოლოდ ასეთ არჩევნებზე ვსაუბრობთ და არა 26 ოქტომბრის ტიპის არჩევნების განმეორებაზე. ჩვენ ვსაუბრობთ, ფართო შეთანხმების საფუძველზე არჩევნების ჩატარებას, რომელიც ერთადერთ პირობას უნდა აკმაყოფილებდეს – ეს არის დემოკრატიული, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები.
ქვეყანას სჭირდება ნორმალური სახელმწიფოებრივი ცხოვრების დაბრუნება, ეს შესაძლებელია მხოლოდ დემოკრატიული, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების შემდგომ“, – განაცხადა ჯაფარიძემ.
ამასთან, ჯაფარიძემ პარტია „გახარია საქართველოს“ მიერ მანდატების არ დათმობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ იყენებს იმ მოცემულობას, რომელიც არის ქაღალდზე, რითაც „არალეგიტიმურობის შეფარვისთვის იყენებს“.
„რამდენადაც განსხვავებული არ უნდა იყოს, პატივს ვცემ ნებისმიერი პოლიტიკური ძალის შეხედულებას. გვაქვს მოცემულობა, რომ ისინი პარლამენტში ირიცხებიან, მართალია არ დადიან და იქ შესვლას არ აპირებენ, მაგრამ ირიცხებიან. რადგან ირიცხებიან, „ქართულ ოცნებას“ ეს აძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ პარლამენტში დღეს 89 წევრი კი არ არის, არამედ 101 წევრია. ამის თქმის საშუალება უნდა მოეხსნას „ქართულ ოცნებას“ იმიტომ, რომ იყენებენ იმ მოცემულობას, რომელიც არის ქაღალდზე. ფაქტობრივად, ჩვენი კოლეგების მონაწილეობა პარლამენტში არ არსებობს, მეორეს მხრივ, მათ ყოფნას „ქართული ოცნება“ იყენებს ქაღალდზე. ამით უნდათ თავიანთი არალეგიტიმურობის შეფარვა“,- განაცხადა ჯაფარიძემ.