“რა უნდა ვქნათ, რომ ნანის ასაკში ჩვენც ასე გამოვიყურებოდეთ? – ძალიან უნდა მოვინდომოთ, ცოტა უნდა ვჭამოთ, თავს უნდა მივხედოთ…” – ეკა მამალაძე და ნატალია ქუთათელაძე ოჯახის, გენიალური ნანი ბრეგვაძისა და ცხოვრების წესის შესახებ – Marao

“რა უნდა ვქნათ, რომ ნანის ასაკში ჩვენც ასე გამოვიყურებოდეთ? – ძალიან უნდა მოვინდომოთ, ცოტა უნდა ვჭამოთ, თავს უნდა მივხედოთ…” – ეკა მამალაძე და ნატალია ქუთათელაძე ოჯახის, გენიალური ნანი ბრეგვაძისა და ცხოვრების წესის შესახებ – Marao
ვარსკვლავური ოჯახის წარმომადგენლები, ეკა მამალაძე და ნატალია ქუთათელაძე „რადიო ფორტუნასთან“ ინტერვიუში ერთმანეთის შესახებ საუბრობენ. ნატალია ეკას, როგორც დედას, ასე ახასიათებს:
„ძალიან თბილი ხარ, ძალიან ყურადღებიანი. გაფიქრებული არ მაქვს, რომ უკვე მიკეთებ… უბედნიერესი ვარ შენი შვილობით. უბრალოდ, ხანდახან იცი გაწიწმატება. ესეც, ალბათ, იმიტომ, რომ გურული ხარ… მგონია, რომ ამის გარდა, სხვა მინუსი არ გაქვს“.
ნატალია: საქართველოში არის ტრადიცია, რომ ბებია-ბაბუის სახელებს არქმევენ. შენ რატომ არ დამარქვი ნანი და ეწყინა თუ არა ეს ნანის?
ეკა: არ ვიცი, მგონი, არ სწყენია. სახელი ნანი არც განიხილებოდა. დეიდაჩემმა დამარწმუნა, რომ ეს სახელი ლამაზად ჟღერდა და მეც მომწონდა. მაშინ ბავშვის სქესს წინასწარ არ ვიგებდით. ორსულობისას სულ ვოცნებობდი, რომ გოგო მყოლოდა, ხშირად ვფიქრობდი, რა სახელი მოუხდებოდა ამ გოგოს და ბოლოს ნატალია გადავწყვიტე.
ეკა: ნანის შენ უფრო ჰგავხარ თუ მე?
ნატალია: ახლა, ამ ასაკში, ვიზუალურად შენ. ბავშვობის ფოტოებში – უფრო მე. შენ ხასიათით საერთოდ არ ჰგავხარ ნანის, მე კი – სიჯიუტით. არის ერთი რაღაც, რაშიც ვცდილობ, თქვენ მოგბაძოთ – ორივე ძალიან მშვიდი ადამიანები ხართ, წყნარად უყურებთ ცხოვრებისეულ პრობლემებს. მე ეს თვისება არ მაქვს.
ეკა: რომ არ დაბადებულიყავი მუსიკოსების ოჯახში, რა პროფესიის იქნებოდი?
ნატალია: არ ვიცი. ძალიან მომწონს სტომატოლოგობა და, შეიძლება ეს ამერჩია. საერთოდ ასეა, რომ ადამიანი რასაც მოინდომებ, ყველაფერი გამოგივა, მაგრამ რამდენად გეყვარება შენი საქმე, ესაა მნიშვნელოვანი. თქვენ რომ ჩემთვის დაგეჯერებინათ, როცა ვამბობდი, რომ დაკვრა და მუსიკა აღარ მინდოდა, დღეს სად ვიქნებოდი, არ ვიცი.
ნატალია: თუ გაბრაზებდა ახალგაზრდობაში ჭორები, რომლებიც შენს თავზე გესმოდა?
ეკა: ახალგაზრდობაში არ ვბრაზდებოდი არაფერზე, მეგონა, რომ უფრო ბევრს ვუყვარდი, ცუდს არ ლაპარაკობდნენ. 30 წლამდე ცხოვრებით ძალიან კმაყოფილი ვიყავი.. ზოგადად, ადვილად ვგუები ცუდსაც დ კარგსაც, თუმცა, რა თქმა უნდა, ცუდი ჭორები არ მსიამოვნებდა.
ეკა: შენ ერთხელ თქვი, რომ ყველაზე მეტად მეუღლე გიყვარს და მასთან ყოფნისთვის ბევრ ადამიანს ატკინე გული, ახლაც ნანობ ამას?
ნატალია: რა თქმა უნდა. არავის გულის ტკენა არ მიხარია, მით უმეტეს, როცა გამიზნულად არ აკეთებ ამას.
ნატალია: მზად ხარ, რომ კიდევ ერთხელ შეგიყვარდეს?
სულ შეყვარებული არ ვარ, მაგრამ სულ მზად ვარ ამისთვის. ეს ახალგაზრდული ჟინი, რომ ყველაფერი წინ გაქვს, სულ მაქვს. ამის გარეშე არც მოტივაცია მექნება, რომ კარგად გამოვიყურებოდე.
რატომღაც ჩვენთან ასეა, რომ ბებერი ხარ და აღარ შეიძლება გათხოვება. ევროპაში 70 წლისებიც დადიან შეყვარებულები. სიბერეში ემოციები ნელდება, მაგრამ ღრმავდება მეგობრობა, სხვა გადაფასება ხდება.
მიშელ ლეგრანმა, 80 წლის რომ იყო, მაშინ მოყვანა ცოლი, 70-75 წლის ქალი. ამბობდა, რომ გადასარევი ქორწილი ჰქონდა, რადგან ამ ასაკში ზუსტად იცოდა, ვინ იყო მისი მეგობარი და ზუსტად იცოდა, ვინ დაეპატიჟებინა.
ნატალია: რა უნდა ვქნათ, რომ ნანის ასაკში ჩვენც ასე გამოვიყურებოდეთ?
ეკა: ძალიან უნდა მოვინდომოთ. გენეტიკაც მნშვნელოვანია. ცოტა უნდა ვჭამოთ, თავს უნდა მივხედოთ. ნანი რომ ასე გამოიყურება, მისი შინაგანი ბუნების დამსახურებაა.
მეც მინდა მისი გულწრფელობა, სიკეთე და კეთილგანწყობა მქონდეს. ეს ახალაზრდობასა და თვალებში სიბრჭყვიალეს გმატებს.