მარკ რუტე – შესანიშნავი საუბარი მქონდა დონალდ ტრამპთან, აშშ და ნატო ძლიერდებიან – რაც შეეხება უკრაინას, მოკავშირეები დამატებით მილიარდებს ამზადებენ დახმარებისა და წვლილისთვის უსაფრთხოების გარანტიებში

შესანიშნავი იყო დონალდ ტრამპთან საუბარი – ნატოს წევრები დამატებით მილიარდებს ამზადებენ უკრაინის დახმარებისთვისა და წვლილისთვის უსაფრთხოების გარანტიებში. ამის შესახებ ნატოს გენერალური მდივანი, მარკ რუტე აშშ-ის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრის შესახებ X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
ასევე, რუტე საუბრობს აშშ-ისა და ნატოს გაძლიერებაზე.
“შესანიშნავი საუბარი მქონდა დონალდ ტრამპთან. შეერთებული შტატები და ნატო ძლიერდებიან. ნატოს მოკავშირეები სწრაფად მოქმედებენ, რათა უფრო მეტი ინვესტიცია განახორციელონ თავდაცვაში. დიდი ზრდებია დაანონსებული და სხვებიც მოჰყვება.
უკრაინას რაც შეეხება, მოკავშირეები დამატებით მილიარდებს ამზადებენ დახმარებისთვის და წვლილისთვის უსაფრთხოების გარანტიებში”, – წერს რუტე.

ასევე დაგაინტერესებთ

„თავისუფლების მოედანი“ – არ ვეთანხმებით „ძლიერი საქართველოს“ გადაწყვეტილებას, ეს მათი არჩევანი კი არის, მაგრამ ყველა დანარჩენის პოლიტიკური რისკია – ამის მიუხედავად, არ ვაპირებთ მომავალი თვეები შიდაოპოზიციური ბრძოლის ველად ქცევას დავუთმოთ

ირაკლი ზარქუა – თუ ყაველაშვილის განცხადებას არ ღებულობენ და არალეგიტიმურს ეძახიან, ბოდიში და იმ ადგილობრივ არჩევნებს ვინ ნიშნავს? – პრეზიდენტი – არეულები არიან და თარგმანში კი არა, ქმედებებში დაკარგულები არიან რადიკალები