აი, ფაქტი: რას ყიდულობენ რესტორნებიდან ბიუჯეტის ფულით

გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება (აი, ფაქტი) ჟურნალისტურ გამოძიებას აქვეყნებს და წერს, რომ მაშინ, როცა ხალხი გურიასა და იმერეთში საკვების გარეშეა დარჩენილი – უწამლოდ, უშუქოდ, უწყლოდ, უგზოდ და უგაზოდ, ამ ფონზე, სამთავრობო უწყებებს არ შეუწყვეტიათ სარესტორნო მომსახურების შესყიდვა.
აი, ფაქტი წერს, რომ 20 თებერვლიდან 27 თებერვლამდე 14 000 ლარის ხელშეკრულებები გაფორმდა.
გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანების თანახმად, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტს 22-25 თებერვალს ესპანეთიდან და იტალიიდან სტუმრად ჰყავდა ჩამოყვანილი 4 კონტენტ კრეატორი. მათი საქართველოში ყოფნა 7 665 ლარი დაჯდა. აქედან 3 000 ლარი მხოლოდ კვებაზე დაიხარჯა. საინტერესოა, მაღალმთიანი აჭარის მიუვალი სოფლები და უსაშველოდ დარჩენილი მოსახლეობაც თუ იხილეს კრეატორებმა.
აი, ფაქტის ჟურნალისტებმა დათვალეს, რამდენს ხარჯავს ს შემდეგ, ხელისუფლებაში არალეგიტიმურად მყოფი ხალხი ბიუჯეტიდან სარესტორნო მომსახურებაზე. მათ გააანალიზეს 510 შესყიდვა, რომელიც გაფორმდა რესტორნებისა და კვების საწარმოების მომსახურებისა და სასმელების მიტანისთვის.