2012 წელს ფართოზოლოვანი ინტერნეტის აბონენტების რაოდენობა 400 000 მდე იყო დაახლოებით, შარშან უკვე 160%-ით იყო გაზრდილი და მილიონს გადააჭარბა აბონენტების რაოდენობამ – პრემიერი

2012 წელს ფართოზოლოვანი ინტერნეტის აბონენტების რაოდენობა 400 000 მდე იყო დაახლოებით, შარშან უკვე 160%-ით იყო გაზრდილი და მილიონს გადააჭარბა აბონენტების რაოდენობამ,-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ბოლო სამ წელიწადში 53 მლნ ლარის პროექტები განხორციელდა, რაც რა თქმა უნდა გრძელდება, უკვე აშენებულია 800 კმ-ამდე ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალი, ჯამში დაიხარჯება 56 მილიონი ლარი და მთელი ქვეყანა იქნება დაფარული ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელით.
„მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა მთავრობის მიერ საერთაშორისო IT კომპანიების მოსაზიდად. საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მინიჭება კომპანიებს მნიშვნელოვან საგადასახადო შეღავათებს სთავაზობს (5%-იანი საშემოსავლო გადასახადი და 5%-იანი მოგების გადასახადი).
შედეგად, დღეისათვის საქართველოში 100-ზე მეტი საერთაშორისო IT კომპანია ოპერირებს; მათ შორისაა ისეთი მსხვილი ყველასთვის ცნობილი კომპანიები, როგორიც არის Rakuten-ი Viber-ი, Epam-ი, Lineate-ი და სხვა ძალიან ბევრი დიდი კომპანია.
რა თქმა უნდა, წარმატებით მიმდინარეობს ჩვენი ქვეყნის ინტერნეტიზაცია. 2012 წელს ფართოზოლოვანი ინტერნეტის აბონენტების რაოდენობა 400 000 მდე იყო დაახლოებით. შარშან უკვე 160%-ით იყო გაზრდილი და მილიონს გადააჭარბა აბონენტების რაოდენობამ. ასევე, ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ბოლო სამ წელიწადში 53 მლნ ლარის პროექტები განვახორციელეთ. ეს რა თქმა უნდა გრძელდება და უკვე აშენებულია 800 კმ-ამდე ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალი. ჯამში დაიხარჯება 56 მილიონი ლარი და მთელი ქვეყანა იქნება დაფარული ოპტიკურ- ბოჭკოვანი ქსელით. მათ შორის 1000-ამდე სოფელი, მაღალმთიანი დასახლებები და აშ..
აქვე მინდა შეგახსენოთ ყველას, რომ წელს საქართველო გახდა რეგიონში ერთადერთი სახელმწიფო, სადაც „სტარლინკის“ მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი ხელმისაწვდომია ჩვენი ქვეყნის ნებისმიერი მოქალაქისთვის”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ვიზალიბერალიზაციას ეკონომიკასთან არავითარი კავშირი არ აქვს, ეს ცარიელი სპეკულაციებია, თუმცა ჩვენთვის მნიშვნელოვანია, შევინარჩუნოთ ეს სიკეთე ჩვენი მოქალაქეებისთვის, ჩვენგან თუ რაიმე არის გასაკეთებელი, ყველაფერს გავაკეთებთ რაციონალურ ფარგლებში

თუ ყაველაშვილის შეწყალებას არ აღიარებ, ყაველაშვილის და კობახიძის დანიშნულ არჩევნებს რანაირად აღიარებ? აქ ხდება მარტივი რამ – „დიფ სთეითმა“ გადაწყვიტა, გამოეყვანა ეს ადამიანები პარლამენტიდან და შეეყვანა ციხეში, ეს არის რეალობა

ვიღაცას უნდოდა ზეწოლის განხორციელება თორნიკე რიჟვაძეზე – უწყისი მაქვს ნანახი, სადაც ხაბეიშვილს კონკრეტული სახელი ჰქონდა მიკუთვნებული და შესაბამისად, ვიცით, წყარო რა იყო და აქ იგულისხმებიან კონკრეტული პირები

გახარია გაიპარა ქვეყნიდან, არის გაქცეული და რაღაც საბაბებს იგონებს, რომ გაამართლოს ქვეყნის გარეთ ყოფნა, თავისი შიშები აქვს ამ კაცს და რეალურად მის გაქცევას არჩევნებთან არავითარი კავშირი არ აქვს