ბათუმის კაპიტალურ პროექტებში, 2012 წლამდე, 485 მლნ ლარი დაიხარჯა, ჩვენი ხელისუფლების პირობებში, ბოლო 11 წელიწადში დაიხარჯა – 14 მლრდ ლარზე მეტი,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, მთავრობა აქტიურად ავითარებს კურორტებს, ბოლო 10 წელიწადში 1436 ახალი სასტუმრო გაიხსნა, რაც დაახლოებით 2-ჯერ მეტია 2013 წელთან შედარებით.
“ტურიზმის განვითარება დაკავშირებულია ჩვენი ქვეყნის თითოეული კუთხის განვითარებასთან. ამ მიმართულებით ჩვენს ძალისხმევაზე მხოლოდ ეს მაგალითებიც მეტყველებს:
მაგალითად, ბათუმის კაპიტალურ პროექტებში, 2012 წლამდე, 485 მლნ ლარი დაიხარჯა, 8 წელიწადში, 2012 წლამდე. ჩვენი ხელისუფლების პირობებში დაიხარჯა – 14 მლრდ ლარზე მეტი: 2 მილიარდამდე ლარი ბიუჯეტიდან გაწეული ხარჯები და კერძო ინვესტიციები 12 მლრდ ლარზე მეტი განხორციელდა ბათუმში, ბოლო 11 წელიწადში, ეს შედარებისთვის.
ჩვენ, რა თქმა უნდა, ვავითარებთ კურორტებს, აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს აბასთუმნის უნიკალური კურორტის მოწყობაზე, სადაც დასრულებულია 20-ამდე ისტორიული სახლის, ასტროფიზიკური ობსერვატორიის, საბაგირო გზის, ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია. 2025 წელს გაიხსნება აბასთუმნის უნიკალური კურორტი, აქ სასტუმროები შენდება აქტიურად, დაახლოებით 16 სასტუმრო ვითარდება და თექვსმეტივე მზად უნდა იყოს სტუმრების მისაღებად 2025 წელს უკვე.
ბოლო 10 წელიწადში, მეგობრებო, 1436 ახალი სასტუმრო გაიხსნა, რაც დაახლოებით 2-ჯერ მეტია 2013 წელთან შედარებით. შექიმნა ახალი 85 000-მდე საწოლი ადგილი მთელ ქვეყანაში და ჯამური ინვესტიცია, მინიმუმ 2 მილიარდი ლარი არის განხორციელებული ამ სექტორში.
ასევე, მინდა გითხრათ, რომ ბუნებრივია, ჩვენ დიდ ყურადღებას ვაქცევთ ჩვენი ქვეყნის ცნობადობის განვითარებას. ის მეგა შოუები რომელბიც გაიმართა ჩვენს ქვეყანაში, კიდევ გაგრძელდება 2024 წელს, ჩვენ ძალიან ბევრ სიურპრიზს ვპირდებით ჩვენს მოქალაქეებს და არამხოლოდ, ტურისტებს, ვიზიტორებს, რომლებიც ჩამოვლენ და დაესწრებიან ამ კონცერტებს. ეს დამატებითი რეკლამაა ჩვენი ქვეყნის, დამატებითი მიზიდულობა არის ჩვენი ტურისტებისთვის, ვიზიტორებისთვის”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.