ქართული საზოგადოების ინტერესებშია, მიიღოს ობიექტური ინფორმაცია მოვლენებთან დაკავშირებით, სიძულვილისგან და სიცრუისგან იყოს დაცლილი ზოგადად მედია, აქედან გამომდინარე, თუ ვინმე უპირისპირდება ამ კანონპროექტს, მას მოსწონს სიძულვილი და სიცრუე

ქართული საზოგადოების ინტერესებშია, მიიღოს ობიექტური ინფორმაცია მოვლენებთან დაკავშირებით, სიძულვილისგან და სიცრუისგან იყოს დაცლილი ზოგადად მედია, აქედან გამომდინარე, თუ ვინმე უპირისპირდება ამ კანონპროექტს, მას მოსწონს სიძულვილი და სიცრუე
ზოგადად, მედიაში არის სერიოზული პრობლემა. მედია არის პოლარიზაციის ერთ-ერთი მთავარი წყარო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ ჟურნალისტებს ქობულეთში განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ეს არის აღიარებული პრობლემა, მათ შორის, ეს პრობლემა არის დაფიქისრებული ეუთო/ოდირის დასკვნებში, ამას სჭირდება რეგულირება, თუმცა ოპოზიციასთან დაკავშირებული მედიასაშუალებები, თვითონ ოპოზიცია უპირისპირდება ამას იმიტომ, რომ მათ აწყობთ სიცრუის და სიძულვილის ტირაჟირება, რაც ხდება შესაბამისი მედიასაშუალებების მხრიდან.
„ეს არ შეესატყვისება ქართული საზოგადოების ინტერესებს. ქართული საზოგადოების ინტერესებშია, რომ მან მიიღოს ობიექტური ინფორმაცია მოვლენებთან დაკავშირებით და ქართული საზოგადოების ინტერესებშია, რომ სიძულვილისგან და სიცრუისგან იყოს დაცლილი ზოგადად მედია. აქედან გამომდინარე, თუ ვინმე უპირისპირდება ამ კანონპროექტს, მას მოსწონს სიძულვილი და სიცრუე, ჩვენთვის ეს არის მიუღებელი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ფულის სიყვარულმა ოდესღაც წამყვანი მედიები იმდენად დააკნინა, რომ შეუძლიათ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი „კამიტის“ ადგილად საქართველო გამოაცხადონ, ხოლო აშშ-ის დაზვერვის დირექტორის პოზიცია დამახინჯებულად წარმოაჩინონ

როდესაც გავლენიანი გლობალური მედიასაშუალება ავრცელებს განცხადებას, რომელიც რეალურად არ უთქვამს მაღალი რანგის ოფიციალურ პირს, საქმე გვაქვს არა საზოგადოების ინფორმირების, არამედ დამკვეთის ნარატივის გავრცელების მცდელობასთან

ჩვენთვის ამოსავალ წერტილად რჩება რეგიონული და გლობალური მშვიდობის განმტკიცება და თანასწორობაზე, ურთიერთპატივისცემასა და ეროვნული ინტერესების გათვალისწინებაზე დაფუძნებული ღია დიალოგი