აჭარაში არსებითად მოგვარებულია პრობლემების ძირითადი ნაწილი, რაც შეეხება გურიას, გურიაში რჩება მეტი პრობლემა, შესაბამისად, ვბრუნდებით გურიაში და გვექნება მითითებები იმასთან დაკავშირებით, თუ სრულად როგორ უნდა გამოსწორდეს ყველა საკითხი

აჭარაში არსებითად მოგვარებულია პრობლემების ძირითადი ნაწილი, რაც შეეხება გურიას, გურიაში რჩება მეტი პრობლემა, შესაბამისად, ვბრუნდებით გურიაში და გვექნება მითითებები იმასთან დაკავშირებით, თუ სრულად როგორ უნდა გამოსწორდეს ყველა საკითხი
აჭარაში არის არსებითად მოგვარებული პრობლემების ძირითადი ნაწილი. რაც შეეხება გურიას, გურიაში რჩება მეტი პრობლემა, მათ შორის, გზის გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად უნდა გაგრძელდეს, ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს ქობულეთში განუცხადა.
მისივე თქმით, ის ბრუნდება გურიაში, სადაც ადგილზე გაეცნობა ვითარებას და გასცემს მითითებებს იმასთან დაკავშირებით, თუ სრულად როგორ უნდა გამოსწორდეს ყველა საკითხი.
„უნდა აღდგეს ელექტროენერგიის მიწოდება, მოსახლეობის, დაახლოებით, 20 %-ს არ მიეწოდება დღეს ელექტროენერგია და აქ არის, რა თქმა უნდა, ინტენსიური სამუშაოები ჩასატარებელი. ჩვენ ახლა დავბრუნდებით გურიაში და, რა თქმა უნდა, მაქსიმალურად დავინტერესდებით არსებული ვითარებით. გვექნება მითითებები იმასთან დაკავშირებით, თუ სრულად როგორ უნდა გამოსწორდეს ყველა საკითხი,“- განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენი მიზანია, რომ მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა გავაუმჯობესოთ, ოპოზიციისგან საბოტაჟი არასდროს გვიკვირდა და ამ შემთხვევაშიც ერთგვარი საბოტაჟის მცდელობაც არ არის გასაკვირი

გურამ მაჭარაშვილი: სიმართლე ყოველთვის იმარჯვებს და დარწმუნებული ვარ, რომ არათუ თუ ჰელსინკის კომისია, ვერცერთი კომისია ვერაფერს დააკლებს საქართველოს, თუ ჩვენ ვიდგებით სწორ პოზიციაზე

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს