მასკი პირველობას არ თმობს – FORBES-მა ყველაზე მდიდარი ადამიანების სია განაახლა

Forbes-მა ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში ცვლილებები შეიტანა. 2023 წლის ბოლოსთვის სიის სათავეში კვლავ ილონ მასკია, მისი ქონება $254.9 მილიარდს შეადგენს.
წლის მსვლელობისას მასკმა ცოტა ხნით პირველობა დაკარგა. აპრილში პირველ ადგილზე გადავიდა კომპანია Louis Vuitton Moët Hennessy-ის მფლობელი და ხელმძღვანელი ბერნარ არნო, თუმცა მასკმა პირველობა სექტემბერში დაიბრუნა.
ამ დროისთვის ყველაზე მდიდარი ადამიანების პირველი ხუთეული ასე გამოიყურება:
· ილონ მასკი – $254.9 მილიარდი
· ბერნარ არნო – $202.4 მილიარდი
· ჯეფ ბეზოსი – $172.3 მილიარდი
· ლარი ელისონი – $133.2 მილიარდი
· უორენ ბაფეტი – $119 მილიარდი
ფორბსის ყველაზე მდიდარი ადამიანების სრულ სიას გაეცანით ამ ბმულზე.