პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ იორდანიაში კულტურის ცენტრის მშენებლობის პროექტი უკვე მზადაა და “მთავრობის სურვილია” მშენებლობა 2024 წელს დაიწყოს.
“მინდა შევეხო ერთ მნიშვნელოვან საკითხს, რომელზეც ვფიქრობ ძალიან მალე გვექნება კონკრეტული შედეგი. შარშან გადმოგვეცა იორდანიის სამეფოში 4 000 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი, სადაც ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს ქართული კულტურის ცენტრის მშენებლობა. პროექტი ხორციელდება მისი უწმინდესობის, პატრიარქის კურთხევით. ჩვენ ეს პროექტი უკვე დავასრულეთ, მზად არის პროექტი, ახლა მიმდინარეობს მშენებელი კომპანიის შერჩევა და ჩვენი სურვილია, 2024 წელს დავიწყოთ აღნიშნული კულტურის ცენტრის მშენებლობა. უნდა ითქვას, რომ 300 წლის შემდეგ საქართველო ბრუნდება წმინდა მიწაზე”, – ამბობს ღარიბაშვილი.