ირაკლი კობახიძე – გვარამია და რასა ერთად რა რესურსის მატარებლები არიან კარგად მოგეხსენებათ – მათ არავითარი რესურსი არ აქვთ – ფაქტია, ქვეყანა განაგრძობს წინსვლას

გვარამია და რასა ერთად რა რესურსის მატარებლები არიან კარგად მოგეხსენებათ. მათ არავითარი რესურსი არ აქვთ, – ასე შეაფასა პრემიერ-მინისტრმა, ს გაკეთებული განცხადება, ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიენესთან შეხვედრის შემდეგ, სადაც ის აღნიშნავდა რომ „მუშაობა უნდა გაგრძელდეს ყველგან და უნდა გადავიდნენ პოლიტიკურ შეტევაზე“.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, მსგავს განცხადებებს ვისმენთ მრავალი წელია.
„გვარამია და რასა ერთად რა რესურსის მატარებლები არიან კარგად მოგეხსენებათ. მათ არავითარი რესურსი არ აქვთ, ეს არის ცარიელი განცხადებები, ასეთი განცხადებებს ვისმენთ მრავალი წელია, შეუძლიათ აკეთონ ასეთი განცხადებები. ფაქტია, ქვეყანა განაგრძობს წინსვლას და განვითარებას როგორც ეკონომიკური, ისე დემოკრატიული-პოლიტიკური თვალსაზრისით“, – აღნიშნა მ.
ინფორმაციისთვის, გუშინ, ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე ოპოზიციონერი ლიდერებს შეხვდა. როგორც შეხვედრის შემდეგ, ნიკა გვარამიამ ჟურნალისტებთან განაცხადა: „ჩვენ უკვე უნდა გადავიდეთ პოლიტიკურ შეტევაზე – ბიძინა ივანიშვილს უნდა გამოვტაცოთ , ოღონდ სამართლიანი პირობებით არჩევნები“.
ნიკა გვარამიას განცხადებით, ხალხი ქუჩებში არის ცვლილებების აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი წინაპირობა.
„მუშაობა უნდა გაგრძელდეს ყველგან – „ქუჩებში, რეგიონებში, დედაქალაქებში, რათა შენარჩუნდეს არაღიარების ხაზი, ეს აუცილებელი და გადამწყვეტია“.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ვოლსკი – ლევან ხაბეიშვილი ცდილობს თავი გამოიჩინოს და სხვაზე უფრო ბრუტალური გახდეს – კრივში მეცადინეობის დემონსტრირებაც იმიჯის შექმნას ემსახურება, რომ სწორედ ის არის, ვინც რევოლუციის გზაზე გაუყვება ახალგაზრდობას