გია ვოლსკი – მედია შეიძლება იყოს კრიტიკული და ხშირ შემთხვევაში, თუნდაც არაობიექტური, მაგრამ ეს არ უნდა იყოს გათვლილი ფინანსებზე, გარეშე ძალებსა და კონკრეტულ ამოცანაზე ორიენტირებული, რომელიც ქვეყნის წინააღმდეგაა მიმართული

მედია შეიძლება იყოს კრიტიკული და ხშირ შემთხვევაში, თუნდაც არაობიექტური, მაგრამ ეს არ უნდა იყოს გათვლილი ფინანსებზე, გარეშე ძალებსა და კონკრეტულ ამოცანაზე ორიენტირებული, რომელიც ქვეყნის წინააღმდეგ არის მიმართული, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, მ ჟურნალისტებთან „მაუწყებლობის შესახებ” კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოში დესტაბილიზაციისთვის არცერთი რესურსი არ უნდა გამოიყენებოდეს, მათ შორის, არც მედია.
„მსოფლიოში ანალოგი არსებობს, დიდი ბრიტანეთის მედია სივრცეს ხელისუფლების მიმართ მიკერძოებას ან ხელისუფლების მიერ მედიაპოლიტიკის უზურპაციას ვერავინ დააბრალებს, ეს გამორიცხულია და საქართველოშიც ზუსტად იგივე უნდა იყოს. თუმცა, ისეთი მექანიზმი არ უნდა იყოს, რომელიც ქვეყანას მხოლოდ იმიტომ აზიანებს, რომ ვიღაცას გარედან ასე სურს – პატარა ქვეყანა მუდმივად ტურბულენტურ ზონაში იყოს და საქართველოში დესტაბილიზაცია იყოს. ამისთვის არცერთი რესურსი არ უნდა გამოიყენებოდეს, მათ შორის, არც მედია. მედია შეიძლება იყოს კრიტიკული და ხშირ შემთხვევაში, თუნდაც არაობიექტური, მაგრამ ეს არ უნდა იყოს გათვლილი ფინანსებზე, გარეშე ძალებსა და კონკრეტულ ამოცანაზე ორიენტირებული, რომელიც ქვეყნის წინააღმდეგ არის მიმართული. ამას ვინ განსაზღვრავს? – რა საკვირველია, კანონი. არავინ შეარჩენს არც საქართველოს ხელისუფლებას, არც დიდი ბრიტანეთის და არც სხვა ქვეყნის ხელისუფლებას მედიის დათრგუნვას და უხეშად მოქცევას, რათა აზრის თავისუფლება ჩაახშოს. ეს გამორიცხულია, წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოს წარმატება არ უწერია“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
ამასთან, ვოლსკიმ ისაუბრა პარლამენტში ამერიკული „ფარას“ ნათარგმნი ვერსიის დაინიცირებაზე და აღნიშნა, რომ „ვერც ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ვერ გაბედავს, „შავი ფული“ მიიღოს და ამ ფულით დააფინანსოს, მაგალითად “კანვასის” მეცადინეობები, თუ როგორ უნდა დაამზადო და ესროლო პოლიციას „მოლოტოვის კოქტეილი“.
“ფარას” კანონი -ში მუშაობს არა იმიტომ, რომ ვინმე დათრგუნოს, არამედ იმიტომ, რომ საზოგადოებამ იცოდეს ვინ რით და რა თანხითაა დაფინანსებული. ასევე, ვისი შეკვეთით და რა მიზანს ემსახურება. როდესაც დაინახავენ, რომ ეს მიზანი უპირისპირდება ქვეყნის, ხალხის, საზოგადოების ინტერესებს, რა საკვირველია, ასეთი პროექტებიც არ შემოვა და არ განხორციელდება. ამერიკის შეერთებულ შტატებს, ისევე, როგორც ნებისმიერ დემოკრატიულ, განვითარებულ სახელმწიფოს აქვს ხელში ბერკეტები, რომ აღარ დაუშვას მისი საზოგადოების წინააღმდეგ მიმართული ნებისმიერი ქმედება.
უპირველეს ყოვლისა, გამჭვირვალობა უნდა იქნეს უზრუნველყოფილი. ვერც ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ვერ გაბედავს, “შავი ფული” მიიღოს და ამ ფულით დააფინანსოს, მაგალითად “კანვასის” მეცადინეობები, თუ როგორ უნდა დაამზადო და ესროლო პოლიციას „მოლოტოვის კოქტეილი”, – განაცხადა ვოლსკიმ.
ცნობისთვის, „ქართული ოცნება“ „მაუწყებლობის შესახებ” კანონში ცვლილებების შეტანას გეგმავს, რომლის მიხედვითაც დადგინდება მედიის ობიექტურობა და ჟურნალისტური სტანდარტები. ამავე კანონის მიხედვით, ქართულ მედიასაშუალებებს უცხოურ დაფინანსებაზე წვდომა შეეზღუდებათ.
რაც შეეხება FARA-ს სიტყვა-სიტყვით ნათარგმნ კანონპროექტს, ის „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის“ სახელით პარლამენტში ასევე 24 თებერვალს დაინიცირდა. პროექტში გადმოტანილია ისეთი ტერმინებიც, როგორიცაა „აშშ-ს პრეზიდენტი“, „კონგრესი“, „სახელმწიფო დეპარტამენტი“, „ხაზინის მდივანი“.