“ჰამასმა”ისრაელს ოთხი მძევლის ცხედარი გადასცა, მიმდინარეობს 600-ზე მეტი პალესტინელი პატიმრის გათავისუფლების პროცესი

“ჰამასმა”ისრაელს ოთხი მძევლის ცხედარი გადასცა, მიმდინარეობს მათი იდენტიფიცირება, – ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
„ოთხი ცხედარი ცოტა ხნის წინ გადავეცით და ველოდებით პალესტინელი პატიმრების გათავისუფლებას“, – განაცხადა „ჰამასის“ ოფიციალურმა პირმა სააგენტო „ფრანს-პრესსთან“ საუბარში.
ცხედრების გადაცემის ფაქტი ს პრემიერ-მინისტრის, ს ოფისმაც დაადასტურა.
ამასთან, სანაცვლოდ, ისრაელმა პალესტინელი პატიმრების გათავისუფლების პროცესი დაიწყო. ისრაელი, სავარაუდოდ, 625 პატიმარს და დაკავებულს გაათავისუფლებს.
ცნობისთვის, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირველი ეტაპის ფარგლებში, რომელიც 1-ელ მარტს სრულდება, „ჰამასმა“ ისრაელს 25 ცოცხალი მძევალი და რვა მძევლის ცხედარი გადასცა. სანაცვლოდ, “ჰამასმა”, საერთო ჯამში, 1 900-მდე პალესტინელი პატიმარი უნდა გაათავისუფლოს.