რომის პაპის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია. ვატიკანი აცხადებს, რომ სამშაბათს მან წელში გამართულმა შეძლო ჯდომა და აგრძელებს ორმხრივი პნევმონიის მკურნალობის კურსს.
რომის პაპი ფრანცისკე საავადმყოფოში ფილტვების ინფექციის სამკურნალოდ მოათავსეს. ის 88 წლისაა და საავადმყოფოში 14 თებერვლის შემდეგ მკურნალობს. მას ფილტვების ქრონიკული დაავადება აქვს და კლინიკაში მას შემდეგ გადაიყვანეს, რაც ბრონქიტი დაუმძიმდა.
ვატიკანი აცხადებს, რომ მოგვიანებით კიდევ ერთი კომპიუტერული ტომოგრაფიის შედეგები გახდება ცნობილი. თუმცა, გასული ღამე მშვიდი იყო, პაპი სავარძელში იჯდა და მკურნალობას განაგრძობდა. ექიმები ამბობენ, რომ მას საფრთხე კვლავ ემუქრება, თუმცა შაბათის შემდეგ რესპირატორული კრიზისი აღარ ჰქონია.
