ზალუჟნისთვის განკუთვნილ კაბინეტში მოსასმენი აპარატურა აღმოაჩინეს

უკრაინის შეიარაღებულ ძალებში ოფიციალურად ადასტურებენ, რომ მთავარსარდალ სთვის სამომავლოდ განკუთვნილ კაბინეტში მოსასმენი აპარატურა აღმოაჩინეს. უწყებაში დაამატეს, რომ აპარატურა ზალუჟნის აპარატის თანამშრომელთა სამომავლო კაბინეტებშიც იყო.
„უკრაინსკა პრავდა“ აღნიშნავს, რომ აპარატურა 17 დეკემბერს, ფართის გეგმური შემოწმებისას ნახეს. ისინი დამონტაჟებული იყო იმ კაბინეტებში, რომლებშიც ზალუჟნი და მის აპარატის წევრები უნდა გადასულიყვნენ სამუშაოდ.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, მოწყობილობები „არ იყო მუშა მდგომარეობაში“ და დამონტაჟებული იყო ზალუჟნის „დისლოკაციის ერთ-ერთ პოტენციურ ადგილას“.
ამჟამად აღძრულია სისხლის სამართლის საქმე ინფორმაციის მისაღები სპეცსაშუალებების უკანონო შეძენის, გასაღების და გამოყენების მუხლით.

ასევე დაგაინტერესებთ

დონალდ ტრამპი – შეუძლებელი თუ არა, ძალიან რთულია ომის მოგება დამპყრობელ ქვეყანაზე დარტყმების გარეშე – კორუმპირებული და არაკომპეტენტური ჯო ბაიდენი უკრაინას წინააღმდეგობის გაწევის საშუალებას არ აძლევდა, მხოლოდ თავდაცვის