საგანგაშო ვითარება – არც ანგისა, არც ნერესი და კონტეც მიდის?

“ინტერთან” უმნიშვნელოვანესი საშინაო მატჩის წინ “ნაპოლის” სიტუაცია ანდრე-ფრანკ ზამბო ანგისას დაშავების გამო კიდევ უფრო გართულდა.
ანგისამ “კომოსთან” შეხვედრაში მარჯვენა ფეხის კუნთის ტრავმა მიიღო და ერთი თვე მოუწევს უქმობა. მას “ბორნმუთიდან” იჯარით აყვანილი ფილიპ ბილინგი შეცვლის. მარცხენა ბარძაყის ტრავმა აქვს დავიდ ნერესს, რომელიც უკეთეს შემთხვევაში მარტის შუა რიცხვებში შეძლებს თამაშს.
“რეპუბლიკა” წერს, რომ ნეაპოლური გუნდი ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ სტრესში იმყოფება, რაც შედეგებზე აისახა. “კორიერე დელა სერა” კი იტყობინება, რომ თუ “მილანმა” ჩემპიონთა ლიგის საგზური ვერ მოიპოვა, მწვრთნელს სერჟიო კონსეისაოს დაემშვიდობება და
მის შემცვლელად “ნაპოლის” თავკაცს ანტონიო კონტეს მიიწვევს.
ზაფხულში კონტეს “მილანის” სათავეში ჩადგომის ვარიანტი განიხილებოდა, მაგრამ მან “ნაპოლისთან” კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე გააფორმა და ჯერ არავინ იცის, უახლოეს მომავალში რა მოხდება.
თუმცა, ნეაპოლური კლუბის სპორტული დირექტორი ჯოვანი მანა იხტიბარს არ იტეხს და აცხადებს, რომ სეზონის დასაწყისში სკუდეტოს მოპოვება მიზნად არ დაუსახავთ, მაგრამ ახლა შანსი აქვთ და ბოლომდე ბრძოლას აპირებენ.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში