,, ჩემ თვალში ლაჩარია, ვინც ბედავს და ხმამაღლა საპირისპიროს ამტკიცებს” – გიორგი თავდგირიძე

სამხედრო ექსპერტი, გიორგი თავდგირიძე სოციალურ ქსელში წერს:
,,1993 წლის 9 ივლისს, ანუარხუზე, სამი ჩემი მეგობარი დაიღუპა, ზურა უსენაშვილი, როლანდ წერეთელი და სარდიონ კილასონია. მოწინააღმდეგეები მეტნი იყვნენ, ბევრჯერ უფრო მეტნი, აფხაზებიც, ჩეჩნებიც და რუსების რეგულარული არმიის ქვედანაყოფებიც. ერთი წუთით არ შეშინებიათ, არც მოწინააღმდეგის ზომა აინტერესებდათ და არც სიმრავლე. არც ისე გულუბრყვილოები იყვნენ და არც დაფარული ყოფილა, ყველაფრის უკან რომ იდგა, მაგრამ მაინც ფორმა ეცვათ და საქართველოსთვის ბრძოლას ბოლომდე აპირებდნენ. რისი თქმა მინდა, ვისაც არ ჯერა, რომ ქართველებს რუსების დამარცხება შეგვიძლია, პატივს არ ვცემ. ჩემ თვალში ლაჩარია, ვინც ბედავს და ხმამაღლა საპირისპიროს ამტკიცებს.
მომავალ წელს რუსები საბოლოოდ უნდა გავყაროთ საქართველოდან. ძალიან დიდი სისხლი მართებთ ჩვენი. წინაპრების ჯავრი ჩვენ უნდა ამოვიყაროთ და მომავალ თაობას არ დავუტოვოთ. დაწყებული საქმე, ბარემ ბოლომდე უნდა მივიყვანოთ.”