თავდაცვის ძალების წარმომადგენლები ექვსი მიმართულებით აგრძელებენ სამაშველო სამუშაოებს

სტიქიის შედეგებთან გასამკლავებლად თავდაცვის ძალები სამაშველო სამუშაოებში ექვსი მიმართულებით არის ჩართული. როგორც ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა აღნიშნა, მიმართულებები ბაზირების წერტილებს წარმოადგენს, საიდანაც დასახლებული პუნქტების დაფარვა ხდება. მინისტრის თქმით, დიდთოვლობის გამო შექმნილი პრობლემების აღმოფხვრის პროცესში ჩართულია საჩხერის სამთო მომზადების სკოლა, დასავლეთის სარდლობა, ათეულობით სპეციალური ტექნიკა.
როგორც ირაკლი ჩიქოვანმა განმარტა, თავდაცვის ძალები კონკრეტულ დასახლებულ პუნქტებამდე გზის გაკვალვაში მხარდაჭერასა და დახმარებას უწევს სხვადასხვა მუნიციპალურ სერვისს, გზების დეპარტამენტს და სხვა ჩართულ ორგანოებს. „გზის გაკვალვის შემდგომ დასახლებულ პუნქტებში ჯარისკაცები პირველ რიგში იმ ოჯახებში შედიან, სადაც არის საჭიროება და ცდილობენ ოპერატიულად მიაწოდონ მედიკამენტი თუ პროდუქტი“, – აღნიშნა მინისტრმა.
ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, თავდაცვის ძალების წარმომადგენლების მხრიდან მუდმივად ხდება ოპერატიული კომუნიკაცია შტაბთან და შტაბს მოეწოდება სრული ინფორმაცია, თუ სად არის გასამახვილებელი ყურადღება. მან ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ყოველი დასახლებული პუნქტის დახმარების შემდგომ ოპერატიულად ხდება სხვა დასახლებული პუნქტის დახმარება, რასაც თავდაცვის ძალების წარმომადგენლები ორი დღეა წარმატებით ახორციელებენ და უხვი ნალექის მიუხედავად, აქტიურად აგრძელებენ მუშაობას.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენი მიზანია, რომ მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა გავაუმჯობესოთ, ოპოზიციისგან საბოტაჟი არასდროს გვიკვირდა და ამ შემთხვევაშიც ერთგვარი საბოტაჟის მცდელობაც არ არის გასაკვირი

გურამ მაჭარაშვილი: სიმართლე ყოველთვის იმარჯვებს და დარწმუნებული ვარ, რომ არათუ თუ ჰელსინკის კომისია, ვერცერთი კომისია ვერაფერს დააკლებს საქართველოს, თუ ჩვენ ვიდგებით სწორ პოზიციაზე

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს