“მილანი” გუნდის ერთ-ერთ ლიდერს კონტრაქტს გაუგრძელებს

“გაძეტა დელო სპორტის” ცნობით, “მილანი” 26 წლის გარემარბს, კრისტიან პულიშიჩს კონტრაქტს გაუმჯობესებული პირობებით გაუგრძელებს.
ამერიკელს “მილანი” ხელშეკრულებას 2028 წლის ზაფხულამდე გაუხანგრძლივებს და სეზიონურ გასამრჯელოს 4 მილიონი ევროდან 5 მილიონამდე მოუმატებს.
პულიშიჩი “მილანმა” 2023 წელს “ჩელსისგან” 22 მილიონ ევროდ შეიძინა, გუნდის ერთ-ერთი ლიდერი გახდა, ამ სეზონში ყველა ტურნირზე 34 მატჩში 12 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა გააკეთა და კლუბის გამოცვლა არ უნდა.