საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ისრაელში ბაზირებული კომპანია Cellebrite-სგან 6 796 092 ლარად პროგრამული უზრუნველყოფების პაკეტებს შეიძენს, რომელთა მეშვეობითაც მობილურ ტელეფონებში, პერსონალურ კომპიუტერებსა და სხვა ციფრულ მოწყობილობებში განთავსებული ინფორმაციის წაკითხვაა შესაძლებელი.
აღსანიშნავია, რომ შსს-ს მსგავსი მომსახურება სახელმწიფო შესყიდვის ფარგლებში აქამდეც შეუძენია, თუმცა 6 796 092 ლარი ამ მიმართულებით დახარჯული რეკორდული თანხაა.
დოკუმენტაციის თანახმად, კომპანია Cellebrite-ს მომსახურებას საქართველოში შპს “ქომუნალ ტექნოლოჯი” უწევს.
აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიმდინარე წლის 13 თებერვალს Cellebrite-გან წერილი მიიღო, რომელშიც კომპანიის შესყიდვების მენეჯერი, ალბერტ კაცირი წერს, რომ საქართველო ერთადერთი ქვეყანაა კავკასიის რეგიონში, რომელსაც კომპანიის სერვისებზე აქვს წვდომა, თუმცა მისივე თქმით, ეს შეიძლება შეიცვალოს და საქართველომ ვეღარ შეისყიდოს აღნიშნული სერვისები.
· გადახედვა პოლიტიკა 20-მდე კრიმინალური პოლიციის თანამშრომელმა ბელგრადში 4 NGO-ს ოფისში ჩხრეკა ჩაატარა 20-მდე კრიმინალური პოლიციის თანამშრომელმა ბელგრადში 4 NGO-ს ოფისში ჩხრეკა ჩაატარა
· გადახედვა პარლამენტი სალომე ზურაბიშვილმა ახალი არჩევნების გეგმა წარადგინა სალომე ზურაბიშვილმა ახალი არჩევნების გეგმა წარადგინა
· გადახედვა რეგიონები გურიაში სტიქიის დროს გარდაცვლილი მამაკაცის ოჯახის წევრები გზის გაწმენდას ითხოვენ, რათა ჩასასვენებელი სასახლის მოტანა შეძლონ გურიაში სტიქიის დროს გარდაცვლილი მამაკაცის ოჯახის წევრები გზის გაწმენდას ითხოვენ, რათა ჩასასვენებელი სასახლის მოტანა შეძლონ
· გადახედვა ამინდი გურიაში დიდთოვლობის შედეგად დაზარალებულების დასახმარებლად სპეციალური ვებგვერდი – Moxalise.ge შეიქმნა გურიაში დიდთოვლობის შედეგად დაზარალებულების დასახმარებლად სპეციალური ვებგვერდი – Moxalise.ge შეიქმნა
· გადახედვა ადამიანის უფლებები SJC: აფგან სადიგოვი 159 დღეა, შიმშილობს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა SJC: აფგან სადიგოვი 159 დღეა, შიმშილობს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა
