საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, საკუთარ სოციალურ ქსელში ახალი არჩევნების ჩატარების გეგმა სურათის თანხლებით გამოაქვეყნა.
გეგმა ასეთია:
1. არჩევნების პირობების დაწესება;
2. საარჩევნო კომისიებისა და დამკვირვებლების „ჯარის“ მომზადება;
3. საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობით ახალი არჩევნების გაყალბებისგან დაცვა;
4. პოლიტიკურ ძალებს შორის კოორდინაცია ახალი არჩევნებისთვის;
5. ერთიანი საარჩევნო პროგრამა – „ქართული ქარტია“ და მისი პრიოტიტეტები: პოლიტპატიმრების გათავისუფლება, რუსული კანონის გაუქმება, სამართლიანი სასამართლოს აღდგენა.
