დიმიტრი ცქიტიშვილი – მთავარი ბრძოლა არის ის, რომ ხელისუფლება ვაიძულოთ, დაინიშნოს არჩევნები

ევროპულ სტრუქტურებში ძალიან კრიტიკული დამოკიდებულება აქვთ შენარჩუნებული და გადაწყვეტილებებიც ისე იქნება მიღებული, როგორც ამ კრიტიკულ ვითარებას შეესაბამება , – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა ევროპარლამენტის საქართველოზე მუდმივ მომხსენებელ, რასა იუკნევიჩესა და ოპოზიციურ პარტიებს შორის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
როგორც ცქიტიშვილმა მედიასთან საუბრისას აღნიშნა, დღევანდელ შეხვედრაზე საუბრის თემა არ იყო სანქციები.
„საინტერესო შეხვედრა იყო, გავუზიარეთ რა სიახლეებია მიმდინარე პროცესებში. მათთვისაც საინტერესო იყო, როგორც იცით, რასა არის საქართველოზე მომხსენებელი, მისი პირადი ჩართულობა განაპირობებს ევროპულ კლიმატს. ევროპულ სტრუქტურებში ძალიან კრიტიკული დამოკიდებულება აქვთ შენარჩუნებული და გადაწყვეტილებებიც ისე იქნება მიღებული, როგორც ამ კრიტიკულ ვითარებას შეესაბამება.
დღეს არ იყო საუბარი სანქციებზე, ვერც იქნებოდა, რადგან სანქციები ევროკომისიის გადასაწყვეტია. ის ქმედებები, რომელიც შეიძლება სანქციების კუთხით ვერ განხორციელდეს, დიდი ალბათობით განხორციელდება ნაციონალურ დონეზე ევროპული ქვეყნების მიერ – „ქართული ოცნების“ არ აღიარება და იზოლაცია გაგრძელდება.
ჩვენ შეიძლება ვიმსჯელოთ იმაზე, რომ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებებმა შესაძლოა გამოიწვიოს ვითარების გაუარესება და იმ ბენეფიტების დაკარგვა, რომელიც საქართველოს ევროკავშირთან ურთიერთობაში აქვს მიღებული“,- განაცხადა ცქიტიშვილმა.
ამასთან, ცქიტიშვილმა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილი ახალი არჩევნების გეგმასთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ აღნიშნა,რომ საკითხები, რომელიც ზურაბიშვილის მიერ გამოქვეყნებულ გეგმაშია, ყოფილა შეხვედრების დროს ყოფილა განხილული.
„გარკვეული კოორდინაცია იყო ამაზე. როდესაც არჩევნებს საკითხი დღის წესრიგში დადგება, ამ მომენტისთვის გვქონდეს ძირითადი საკითხები ჩამოყალიბებული და როგორ შეიძლება ეს არჩევნები ჩატარდეს. ამას სჭირდება საერთაშორისო დამკვირვებლების ჩართულობა, ადგილობრივი დამკვირვებლების კარგად მომზადება. ამ საკითხების ირგვლივ მიმდინარეობს დისკუსიები, თუმცა მთავარი ბრძოლა არის ის, რომ ხელისუფლება ვაიძულოთ დაინიშნოს არჩევნები.
საკითხები, რაც მანდ არის დასმული, გარკვეულ წილად არის განხილვის საგანი ჩვენ შორის. იქნება ეს შეხვედრა პრეზიდენტთან თუ პარტიებს შრის. ასე დეტალურად ეს 5 პუნქტი არ იყო განხილული, თუმცა ამ საკითხებზე მსჯელობა პერმანენტულად მიმდინარეობს“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შაიშმელაშვილი – ჩვენი ქვეყანა ვაშინგტონის სამიტზე მიდის მძიმე სასტარტო პოზიციებით და ეს არის საგარეო პოლიტიკური კავშირები რუსეთთან, ჩინეთსა და ირანთან – აშშ-ის სამიტის შინაარსი და „ოცნების“ პოზიციონირება მნიშვნელოვან კოლიზიაშია ერთმანეთთან

გია ვოლსკი – მაკა ბოჭორიშვილის ვაშინგტონში მიწვევა სერიოზული დასტურია იმისა, რომ საქართველოსთან თანამშრომლობა საგანგებოდ მნიშვნელოვანია – ჩვენს ქვეყანასთან ურთიერთობა აშშ-სთვისაც სერიოზული შენაძენი იქნება