ანა დოლიძე – რასა იუკნევიჩიენესთან საუბარი იყო იმაზე, რომ არ ვაპირებთ რეჟიმთან შეგუებას – რეჟიმი უნდა იყოს მარტო, ვიდრე დაინიშნება ახალი არჩევნები და პოლიტპატიმრები იქნებიან სახლში

ევროკავშირის ინსტიტუტების ხაზი არის ცალსახა: “ქართული ოცნების” რეჟიმის აღიარება არ მომხდარა და არ მოხდება, ესეც გავიგეთ ამ შეხვედრაზე – რეჟიმი უნდა იყოს მარტო, სანამ დაინიშნება ახალი და პოლიტპატიმრები იქნებიან სახლში, – ამის შესახებ “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა მ ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიანესთან ოპოზიციის შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს საკითხი ევროკავშირის დღის წესრიგში იყოს ყოველდღიურად.
“საქართველოს თემა, საქართველოში რეჟიმის არ აღიარება არის ის დღის წესრიგი, რომელსაც მხარს ვუჭერთ. ამისთვის რასა იუკნევიჩიენეს ვიზიტი თბილისში, როგორც საქართველოს შესახებ ევროკავშირში მომხსენებლის, მნიშვნელოვანია. ევროკავშირის მაღალი ეშელონები უნდა იყვნენ ინფორმირებულნი, რომ პროტესტი, წინააღმდეგობა, უკმაყოფილება რეჟიმის მიმართ არათუ მცირდება, არამედ ძლიერდება. მაგალითად, გურიის მაგალითზე ვხედავთ, რომ ჩვენს წინაშე არ არის ძალაუფლება, რომელსაც შეუძლია ელემენტარულად, ხალხის პრობლემები მოაგვაროს. ყველა ამ მიმდინარე საკითხზე იყო საუბარი და იმაზე, რომ არ ვაპირებთ რეჟიმთან შეგუებას. რეჟიმი უნდა იყოს მარტო, სანამ დაინიშნება ახალი არჩევნები და პოლიტპატიმრები იქნებიან სახლში”,- განაცხადა ანა დოლიძემ.